კატეგორიები

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან „ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი“ ჰქონდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან „ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი“ ჰქონდა
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან „ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი“ ჰქონდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც ორმა ლიდერმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

ისრაელის პრემიერის ეს ვიზიტი ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან ურთიერთობაში არსებული დაძაბულობის შემსუბუქების შესაძლებლობადაც აღიქმებოდა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთამ იმ საკითხების შეთანხმების შესაძლებლობა ჰქონდა, რომლებიც „ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლისთვის“ არის მნიშვნელოვანი.

„ახლახან დავასრულე შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. როცა შესანიშნავს ვამბობ, ამას ზედაპირულად არ ვგულისხმობ. ეს იყო საუბარი სრული პარტნიორობით და ურთიერთმხარდაჭერით, საერთო მიზნის გაცნობიერებით, უზრუნველვყოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. განვიხილეთ სხვა მიზნებიც. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რომელიც ოდესმე მქონია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჩვენს მეგობარ დონალდ ტრამპთან. შეხვედრას მისი გუნდის უმაღლესი პირები ესწრებოდნენ, ისევე როგორც ჩვენები. იქ იყვნენ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი პირები. ეს იყო შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა იდეები და შეგვეთანხმებინა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლისთვის“, - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ნეთანიაჰუსა და ტრამპის შეხვედრა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. თეთრმა სახლმა იგი „პოზიტიურად და პროდუქტიულად“ შეაფასა.

ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერის მერვე შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 2025 წლის დასაწყისში ოვალურ ოფისში დაუბრუნდა.

ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის ურთიერთობები აპრილში, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებას მნიშვნელოვნად გაუარესდა. მაშინ ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას მას „გიჟიც“ უწოდა.

რაც შეეხება ნეთანიაჰუს: მან ნეს დაპირისპირება „ტაქტიკურ უთანხმოებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ომის მიზნებთან დაკავშირებით ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები კვლავ თანხვედრაშია.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან „ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი“ ჰქონდა აშშ-მა და საუდის არაბეთმა ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს დაარტყეს