კატეგორიები

ევროკავშირის თქმით, ტყის ხანძრების გამო რეაგირების სისტემები გადატვირთულია

ევროკავშირის თქმით, ტყის ხანძრების გამო რეაგირების სისტემები გადატვირთულია
Copyright AP Photo

საფრანგეთის, ესპანეთისა და ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ სამხრეთ ევროპაში მძვინვარე ხანძრებს.

ხანძარმა ესპანეთში უკვე 80 000 ჰექტარზე მეტი, საფრანგეთში კი 42 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გაანადგურა. ამ დროისთვის ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ, შესაბამისად, 320 000-ზე მეტ ადამიანს სახლების დატოვება მოუწია.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ წინ რთული ბრძოლა ელით.  

„ჩვენ გვჭირდება პრევენცია, რეაგირება და რეკონსტრუქცია. ამ საკითხზე ადრე ვესაუბრე პრეზიდენტ მანიუეკოს, ასევე მერსა და ავილის პროვინციის საბჭოს. ცხადია, რომ ზაფხული ჯერ არ დასრულებულა და, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი ხანძრის წინაშე აღმოვჩნდებით“. - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 27 ივლისს ტყის ხანძრებთან დაკავშირებული სამინისტროთაშორისი კრიზისული შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჟირონდაში ხანძარი „სტაბილიზებულია“, თუმცა მისი საბოლოო კონტროლი ვერ ხერხდება.

„ჟირონდაში  ჩვენ წინაშე უპრეცედენტო ფენომენია“. - ამბობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლორან ნუნიესი.

27 ივლისს ევროკომისიამ  განაცხადა, რომ ევროპის ხანძარსაწინააღმდეგო შესაძლებლობები ესპანეთსა და საფრანგეთში მზარდი ინტენსიური ხანძრების ფონზე საკმარისი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ  ეს  ევროკავშირის ისტორიაში საგანგებო სიტუაციების რეაგირების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  ოპერაციაა.

კომისიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით საფრანგეთში შვიდი თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი გაგზავნა, ესპანეთში კი ექვსი თვითმფრინავი და სამი სახმელეთო სახანძრო ჯგუფი.

გარდა ამისა, ბრიუსელი მომავალი საგანგებო სიტუაციებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ფლოტის გაფართოებას გეგმავს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირის თქმით, ტყის ხანძრების გამო რეაგირების სისტემები გადატვირთულია დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალ სამხედრო ტექნოლოგიას გადასცემს