ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ჩაფრინდა, აშშ-ის პრეზიდენტთან შესახვედრად. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ეს პირველი პირისპირი შეხვედრაა,მას შემდეგ, რაც თებერვლის მიწურულს ირანში ერთობლივი სამხედრო კამპანია წამოიწყეს. თუმცა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა ბენიამინ ნეთანიაჰუს მასთან 8-ჯერ ჰქონდა აუდიენცია.ეს ყველაფერი კი იმ ფონზე,როდესაც ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს შორის განსხვავებები სულ უფრო მეტად იკვეთება. მჭიდრო კავშირებში უთანხმოება ბოლო პერიოდში საჯაროც გახდა, ეს შტატებში გაფრენამდე არც ისრაელის ლიდერს დაუმალავს. თუმცა მოახლოვებული არჩევნების წინ გამოთვლიილი დაბალი რეიტინგების ფონზე, ნეთანიაჰუს აშშ-ში ჩასვლა გარკვეულ პოლიტიკურ უპირატესობას მისცემს სახლში.
„დონალდ ტრამპთან იმაზე მეტი შეხვედრა მქონდა,ვიდრე ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ლიდერთან. ეს დიდი პატივია, თუმცა ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც. პრემიერ-მინისტრობის გამოცდილებით ვიცი, რომ ამ რთულ პერიოდში აუცილებელია ვიმოქმედოთ როგორც დიდი სიმტკიცითა, ისე დიდი სიბრძნით.ჩვენ განვიხილავთ დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს, რომელთაგან უპირველესი ირანია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და ამავდროულად გავაფართოვოთ მშვიდობა ჩვენს გარშემო. ამ მისიას ერთი მკაფიო მიზნით ვიწყებ: უზრუნველვყო ჩვენი საყვარელი ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება, სიძლიერე და მომავალი. ამასთან, კიდევ ერთი მიზნითაც მივემგზავრები - ისრაელელი ხალხის სახელით ბოლო პატივი მივაგო ჩვენს მეგობარს, ჩემსა და ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილ მეგობარს, ლინდსი გრემს, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი იყო„ - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თავად ნეთანიაჰუს აშშ-ში საპროტესტი აქციით ხვდბიან,პრო-პალესტინური საზოგადოების მიერ მოწყობილ დემონსტრაციებში ის ომის დამნაშავედაა მოხსენიებული, აშშ-სა და ისრაელის ერთობლივ კოლაბორაციას ახლო აღმოსავლეთში შეკრებილები კრიტიკულად უყურებენ.
„პირველ რიგში, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დამნაშავეა. მას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ერთადერთი ადგილი, სადაც ის უნდა იყოს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პატიმრობაშია. მის მიმართ გაცემულია დაკავების ორდერი და არ მინდა, ჩემი გადახდილი გადასახადები ასეთი ადამიანის დასაცავად იხარჯებოდეს.მე მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი, დააპატიმროს ნეთანიაჰუ და საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს, რათა მან პასუხი აგოს იმ ქმედებებისთვის, რომელთა ფარგლებშიც, ჩემი აზრით, პალესტინელი ხალხის გენოციდი იყო ორკესტრირებული“- აღნიშნავს აქციის მონაწილე, ჯოი.
ისრაელს ბოლო 2 კვირაა ირანის დაბომბვაში მონაწილეობა აღარ მიუღია, ამ ოპერაციას ვიწროდ აშში ახორციელებდა. დარტყმების პასუხად თეირანმა ამერიკული ბაზები დაბომბა რეგიონში. ამის ფონზე ისრაელიც დაიმუქრა, რომ ნებისმიერი დარტყმას მათ ტერიტორიაზე ისრაელის ძლიერი პასუხი მოჰყვებოდა. საგულისხმოა, რომ უქმეებზე დონალდ ტრამპნმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია შეაჩერა, პაუზას ირანიც შეუერთდა.
