10 ივლისს, გვიან ღამით, ლონდონის ცარიელ ქუჩებში გამოჩნდა დიდი ყვითელი სატვირთო მანქანა, რომელსაც პოლიციის ესკორტი უძღვებოდა.
ღამით ქუჩებში მოხეტიალენი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მას 1000 წლის შედევრი - ბაიოს გობელენი გადაჰქონდა, რომელიც მალე ბრიტანეთის მუზეუმში გამოიფინება.
საიდუმლო ოპერაცია მრავალწლიანი მოლაპარაკებების, რთული ლოგისტიკური დაგეგმვისა და შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშის დაცვის უზრუნველსაყოფად ჩატარებული მრავალი ტექნიკური კვლევის შედეგი იყო.
მიიჩნევა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 68-მეტრიანი ნაქარგი გობელენი საფრანგეთს 900 წელზე მეტი ხნის შემდეგ ტოვებს. მას მხოლოდ ქვეყნის შიგნითვე 40 წლის წინ შეუცვალეს ადგილი.
„მნიშვნელოვანი იყო ბაიოს გობელენის ჩამოტანა, განსაკუთრებით კი, რომ ის ჩვენს სანაპიროებზე პირველად დაბრუნდა დაახლოებით ათასი წლის შემდეგ. ეს უნიკალური მომენტია, რომელიც უამრავი კოლეგის, მათი შრომისმოყვარეობის, დაგეგმვის, ფიქრისა და თავდადების შედეგია. ამიტომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ“. - განაცხადა ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორმა, ნიკოლას კულინანმა.
ნამუშევარი 1066 წლის ჰასტინგსის ბრძოლისა და ინგლისის ნორმანების დაპყრობის სცენას ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი წარმოშობა იდუმალებითაა მოცული, ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ გობელენი ინგლისში დამზადდა, სანამ ბაიოში გადაიტანდნენ.
„ვიცი, ზოგი ფიქრობს,რომ ეს გობელენი საფრანგეთში დამზადდა, სხვების აზრით კი,ის კენტერბერიში შეიქმნა, სადაც ასეთი სახელოსნოები იყო. არმგონია, დანამდვილებით ვიცოდეთ, ყოველშემთვევაში ეს გრძელი ისტორიაა, ჩვენ კი აქ ამ ისტორიის შემდეგი თავის დასაწერად ვართ”. - აცხადებს საფრანგეთის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ელენ დიუშენი
გამოფენამ, რომელიც 2027 წლისივლისამდეგაგრძელდება, უკვე რეკორდული და არნახული ენთუზიაზმიგამოიწვია. მომდევნო ოთხითვისბილეთები, რომელთა რაოდენობა 100 000-ია, უკვე გაყიდულია.
