მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს, ელოდებათ უამრავი სიახლე მათ შორის ნორვეგიელი მხატვრის ასტა ნორეგარდის პასტელში შესრულებული პორტრეტები და რიდლი სკოტის პოსტ-აპოკალიპტური მძფარსიუჟეტიანი ფილმი „დიდი ძაღლის თანავარსკვლავედით“ (The Dog Stars).
აგვისტო მთავრდება და ახალი სეზონი ახლოვდება - თუმცა ჯერ ნუ იჩქარებთ შემოდგომური გოგრის ლატეს შეკვეთას. ზაფხული ჯერ კიდევ ძალაშია და უჩვეულო გამოფენებს, იდუმალებით აღსავსე სატელევიზიო სერიალებსა და მძაფრსიუჟეტიან ფილმებს გვიმზადებს.
პლატფორმაზე Apple TV+ დაიწყება მრავალგანზომილებიანი სამყაროს თემაზე შექმნილი სერიალის „ბნელი მატერიის“ (Dark Matter) მეორე სეზონი, გამოდის ამერიკული როკ-ბენდის Interpol-ის ახალი სტუდიური ალბომი - ერთი სიტყვით, მიმდინარე კვირა უამრავ ისეთ სიახლეს გვთავაზობს, რომ კარგად გავერთოთ, სანამ ზაფხული მზე ნება-ნება ჩაესვენება ჰორიზონტზე.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი რეკომენდაციები გამოგრჩათ, აქვე დავურთავთ ევროპის საუკეთესო გამოფენების სიას best exhibitions to see in Europe —რომელთაგან ზოგი უკვე მთავრდება და ჯობია იჩქაროთ! კონტრასტული მუსიკის მოყვარულთათვის კი დავდებთ ისეთი მუსიკალური ალბომების რეიტინგს, რომლებიც სათანადოდ არ არიან დაფასებული the most overrated albums და რომელთა მოსმენაც სავალდებულო არ არის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შესაძლოა ღირდეს მათი ხელახლა მოსმენა.
ჩვენი მიმდინარე კვირის რეკომენდაციები კი ასეთია:
გამოფენები
ნორვეგიაში, ოსლოს ეროვნულ მუზუემში 18 ოქტომბრამდე გაგარძელდება ასტა ნორეგარდის გამოფენა „ჭეშმარიტება და მშვენიერება“ (Truth and Beauty). მე-19 საუკუნის ბოლოს ასტა ნორეგარდი ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პორტრეტისტ მხატვართა რიცხვში აღმოჩნდა. გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ იგი ხატავდა თითქმის ყველას, ვისაც კი იცნობდა, თავისი მეგობარი მხატვრის ედვარდ მუნკით დაწყებული და ნორვეგიის მონარქ მეფე ჰოკონ VII-ით დამთავრებული. ასტა ნორეგარდის მიერ შესრულებული პორტრეტების თითოეული დეტალი გულმოდგინედ არის დამუშავებული და პიროვნული თვისებები პასტელის ფერებშის დახმარებითაა წარმოდგენილი. სწორედ ეს ნამუშვერებია ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ყურადღების ცენტრში, რომელზეც კარგად ჩანს, თუ რა კარგად ერკვეოდა ნორეგარდი მოდის ტენდენციებში, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია მხატვრის ნაკლებად პოპულარული რელიგიურ თემაზე შექმნილი ტილოები. მისი შემოქმედების მოყვარულებსა და საქმეში ნაკლებად ჩახედულ ადამიანებსაც საშუალება აქვთ შეიგრძნონ წარსულში ნაკლებად დაფასებული ამ ხელოვანის შემოქმედების სიღრმე და კიდევ ერთხელ შეაფასონ მისი გავლენა.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში თანამედროვე ხელოვნების მუზუემი (M HKA) 27 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე უმასპინძლებს ბელგიელი ხელოვანის იურგენ ადიერსის ახალ გამოფენას „წარმოდგენა არ მაქვს, რას ვაკეთებ“ („I Have No Idea What I Am Doing“). ამ გამოფენის სახელწოდების დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. იგი თავს გახსენებთ ლითონის თითოეული სფეროს ქანდაკებაში, რომლებიც მუზუემის ჭერიდან ეშვებიან და ზოგადად ეს არის წინადადება, რომელიც ცხოვრების გარკვეულ წუთებში ყოველ ჩვენგანს გაუფიქრია. თუმცა თავად ადიერსი განმარტავს, რომ ეს არცთუ ისე ცუდია. არცოდნა გარკვეულწილად თავისუფლებაცაა; როდესაც შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება და როდესაც ფანტაზია ფრთას შლის. ხელოვანის მიერ წარმოდგენილ აბსურდული კოლაჟებსა და აბსტრაქტულ ინსატალაციებში იუმორი და ეჭვი ერთმანეთს ერწყმის და ორივეს დახმარებით ავტორი აღიარებს, რომ ყოფიერება უცნაურ პარალელებში მიემართება.
მონესა და რენუარის მოყვარულთ შეუძლიათ ესტუმრონ ლონდონის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას „ხატვა გვერდი-გვერდ“ („Painting Side by Side“), რომელიც 15 სექტემბერს დაიხურება.
ფილმები
28 აგვისტოს კინოდარბაზების ეკრანებზე გამოვა მძაფრსიუჟეტიანი პოსტაპოკალიფსურ თემაზე შექმნილი ფილმი „დიდი ძაღლის თანავარსკვლავედი“, რომელიც პიტერ ჰელერის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მას შემდეგ რაც ვირუსი თითქმის მოსპობს კაცობრიობას, მფრინავი სახელად ჰიგი (ჯეიკობ ელორდის შესრულებით) მიტოვებული აეროპორტის ანგარს შეაფარებს თავს თავის ძაღლთან და შეიარაღებულ მეგობართან ბრანგლისთან (ჯოშ ბროლინის შესრულებით) ერთად. სანამ ფილმის გმირები ცალკე მძარცველებსა და ცალკე საკუთარ ტრავმას უმკლავდებიან, იდუმალი რადიოსიგნალი იმედის ნაპერწკალს გააჩენს, რის შემდეგაც ჰიგი ხიფათებით სავსე მოგზაურობას იწყებს სრულიად უცნობ გარემოში. ფილმში, რომლის რეჟისორია რიდლი სკოტი, ასევე თამაშობენ მსახიობები მარგარეტ ქუელი, გაი პირსი და ალისონ ჯენი.
დიდ ბრიტანეთისა და ირლანდიის კინოთეატრებში ასევე გამოდის გრეგ არაკის ფილმი „I Want Your Sex“, რომელიც სიამოვნების ძიებას უძღვნის ოდას.
სატელევიზიო სერიალები
პლატფორმაზე Apple TV+ 28 აგვისტოს დაიწყება ტელესერიალ „ბნელი მატერიის“ (Dark Matter) მეორე სეზონის ჩვენება. სერიალი გადაღებულია ბლეიკ კრაუჩის 2016 წლის ბესტსელერის მიხედვით და მისი სიუჟეტი ვითარდება ფიზიკოს ჯეისონ დესენის (რომლის როლსაც მსახიობი ჯოელ ედგერტონი ასრულებს) ირგვლივ, რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად თავადყირდა დგება მას შემდგ, რაც ჯეისონს ალტერნატიულ რეალობაში გაიტაცებენ. ეს შესანიშნავი სერიალი არის ფიქრი ყოფირებასა და იდენტობაზე, თუ როგორ აკეთებს ადამიანი ცხოვრებისეულ არჩევანს. მისი მრავალგანზომილებიანი სამყარო ღრმად გამჯდარი ფსიქოლოგიური შიშების მეტაფორაა. მეორე სეზონის გმირები თავადაპირველ სიუჟეტს სცილდებიან, პლატფორმა Apple TV+ კი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სატელევიზიო სივრცის უდავო ლიდერად ყალიბდება.
Netflix-ზე ამავე დროს იწყება მოზარდებზე გათვლილი მისტიკური სერიალის Outer Banks-ის მეხუთე და ბოლო სეზონი.
მუსიკა
28 აგვისტოს გამოვა ამერიკული პოსტ-პანკის ჟანრის როკბენდის Interpol-ის მერვე სტუდიური ალბომი „This Mirror Weighs a Ton“, რომელიც 2022 წელს გამოსული ალბომის „The Other Side of Make-Believe“-ის გაგრძელებაა. ეს ალბომი ბენდის ყველაზე ექსპერიმენტულ პროდუქტად მიიჩნევა.
28 აგვისტოს ასევე გამოდის ამერიკული ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი ბენდის Boy Harsher-ის მეოთხე ალბომი „Get Mean“. ამავე დღეს გამოდის სრულიად სხვა ტიპის როკ-მუსიკის შემსრულებელი Alabama Shakes-ის მესამე სტუდიური ალბომი „I Must Be Dreaming“.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
