გაბალის მუსიკალურმა ფესტივალმა თავისი 15 წლის იუბილე იზეიმა. ამ თარიღის აღსანიშნავად გაბალაში შეიკრიბნენ მუსიკისა და ხელოვნების სამყაროს, ასევე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. გაბალის მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტებზე დასწრების გარდა, ხელოვანებს ურთიერთკავშირის გაღრმავების, თანამშრომლობისა და ერთმანეთისთვის ნამუშევრების გაზიარების საშუალებაც ეძლევათ.
წელს თავისი 15 წლის იუბილეზე გაბალის მუსიკალური ფესტივალი გასცდა სცენას და შერეული პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც ხელოვნების სხვადასხვა ფორმა ჩართეს.
როგორც ფესტივალის მონაწილე ხელოვანები ამბობენ, ფესტივალის ფარგლებში კლასიკური მუსიკის გვერდით ისმოდა ძველი მუღამის ჟანრისა და თანამედროვე მუსიკის ჰანგები, ჩნდებოდა ახალი იდეები, თუმცა პატივს მიაგებდნენ ტრადიციას. მუსიკის გარდა, ფესტივალზე სახვითი ხელოვნებაც იყო წარმოდგენილი. ჩატარდა გამოფნა სახელწოდებით „კულტურათა გზაჯვარედინი“, რომლემაც 30 მონაწიელს მოუაყარა თავი, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოელს.
გაბალის მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორები მომავალი წლისთვის კულტურული პროგრამის გაფართოებას გეგმავენ. 2027 წელს კიდევ უფრო მეტი ხელოვანი ჩამოვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ავტორი: ევრონიუსი
