კატეგორიები

ევროკავშირი აშშ-ის ახალი ტარიფების ირგვლივ განმარტებებს ელოდება

ევროკავშირი აშშ-ის ახალი ტარიფების ირგვლივ განმარტებებს ელოდება
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კითხვები აქვს ევროპულ პროდუქციაზე ვაშინგტონის მიერ დაწესებულ მორიგ ტარიფებზე. მისი თქმით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტი, თითქოს ევროკავშირში იძულებითი შრომის წინააღმდეგ მოქმედი სისტემა ნაკლოვანია, საფუძველსმოკლებულია.

კაია კალასისთვის საკითხის ასე წარმოჩენა ღიმილისმომგვრელია. აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ვაშინგტონისგან განმარტებებს მოითხოვს, რადგან ბლოკმა შტატებთან გასულ წელს მიღწეული ბოლო სავაჭრო შეთანხმების თითოეული პუნქტი შეასრულა, შესაბამისად ახალი ტარიფები მათთვის შოკისმომგვრელია.

„მოყვანილი არგუმენტი ის არის, თითქოს ეს იძულებითი შრომაა. მაპატიეთ, მაგრამ ამას ევროკავშირზე ვერ იტყვით. თუ ევროკავშირის შრომით კანონმდებლობას შეადარებთ ამერიკის შეერთებული შტატებისას, ჩვენ გვაქვს ანაზღაურებადი შვებულებები, ძალიან კარგი შრომითი პირობები ჩვენი დასაქმებულებისთვის. ამიტომ ასეთი მტკიცება რეალურ საფუძველს მოკლებულია.ჩვენ ამერიკასთან შეთანხმება გვქონდა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ. მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა. ჩვენი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობა. სწორედ ამიტომ კომპანიებიც ამბობდნენ: მიაღწიეთ შედეგს, მოილაპარაკეთ შეთანხმებაზე, რადგან პროგნოზირებადობა უკეთესია, ვიდრე გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რა გველოდება მომავალში“- აღნიშნა ევროკომისარმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს ევროკავშირიდან ქვეყანაში შესულ პროდუქციაზე 10 დ 12-ნახევრ პროცენტიანი ტარიფები დააწესა. ამგვარი გადაწყვეტილება შეეხო 60 სავაჭრო პარტნიორს, ევროკავშირის გარდა, ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებს. გადაწყვეტილებ აშშ-ის პრეზიდენტმა შრომითი სტანდარტების დაცვას დაუკავშირა და საფუძლად ამ ქვეყნებში იძულებითი შრომის მაკონტროლებელი წესების არასათანადო აღსრულება დაასახელა.

გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა  გლობალურად მოქმედი დროებითი ტარიფების ვადის ამოიწურა,რომელიც ევროკავშირის შემტხვევაში, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონლა დტრამპს შორის იქნა მიღწეული.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. მათ შორისაა ისეთი საქონელი, რომლის დაბეგვრამ შესაძლოა ქვეყნის შიგნით მიწოდების დეფიციტი ან ეკონომიკის მასშტაბით შეფერხებები გამოიწვიოს, ასევე პროდუქცია, რომლის საკმარისი რაოდენობით ან გონივრულ ფასად წარმოება ან მოყვანა შეერთებულ შტატებში შეუძლებელია.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი აშშ-ის ახალი ტარიფების ირგვლივ განმარტებებს ელოდება ტრამპი ირანს უფრო მძლავრი და გამანადგურებელი დარტყმებით ემუქრება