უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს დემოკრატიის აღდგენისკენ მოუწოდებს,რომელიც მისი თქმით ახალმა ხელისუფლებამ დაანგრია. 16 წლიანი მმართველობის არჩევნების გზით დასრულების შემდეგ ეს ვიქტორ ორბანის პირველი პოლიტიკური განცხადებაა.
ამას კი წინ უძღოდა უნგრეთის პროკურატურის მიერ ყოფილი პრემიერის პარტიაში, „ფიდესში“ ჩატარებული ჩხრეკა, საიდანაც პარტიის კუთვნილი ინვენტარი გაიტანეს, როგორც გამოძიებისთვის საჭირო ნივთმტკიცებულებები - „სახსრების მითვისებისა და სხვა შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულბების“ საქმეზე.
„არ ვფიქრობ ახსნა სჭირდებოდეს იმას, რომ პრობლემაა, როდესაც მთავრობის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიას ჩამოერთვა კომპიუტერული სერვერები, რომელზეც წევრთა რეესტრი, მიმოწერები, ინტერნეტ საქმიანობა, მონაცემთა ბაზების დიდი ნაწილი, გადასახადებისა და პარტიის მხარდამჭერი შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია ინახება. ხელისუფლების ტირანიის წინააღმდეგ ჩვენ ვიყენებთ ყველა მშვიდობიან საშუალებას, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის, ჩვენ არ გვსურს წინააღმდეგობის მოძრაობის პოლიტიკური დღისწესრიგი ჩვენს მიერ იყოს ნაკარნახევი. ამისთვის არ შევკრებილვართ. თუმცა ვფიქრობ, მომავალში ფიდესი უფრო მომსახურების ცენტრის როლს შეასრულებს, რადგან ავტორიტარული სისტემის შეცვლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთა ხმებითაც ეს ავტორიტარული სისტემა შეიქმნა. ის შეიქმნა იმიტომ, რომ უნგრელმა ხალხმა დიდი უმრავლესობით ხმა პარტია ტისას მისცა”-აღნიშნა უნგრეთის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა.
პროკურატურის ამ ნაბიჯში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს, რომლის მიზანიც,მისი თქმით, პარტია „ფიდესის“ პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლისთვის კანონიერი საბაბის შექმნის მცდელობაა. ორბანი კორუფციასთან დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებებს უარყოფს.თავის მხრივ, ავტორიტარული ნაბიჯების გადადგმას უარყოფს პარტია „ტისა“ და მისი პრემიერი, პიტერ მადირაი. აქ აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანია აღმოფხვრას კორუფცია,რომელმაც ორბაის პერიოდში იმატა და რისი დასრულებაც ევროკავშირთან უნგრეთის კავშირების აღსადგენად აუცილებელი ნაბიჯია.
