კატეგორიები

„პოლიცია ჰიტლერის სახლში”

„პოლიცია ჰიტლერის სახლში”
ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრაუნაუში მდებარე ადოლფ ჰიტლერის  სახლში ამიერიდან პოლიცია განთავსდება. გადაწყვეტილება შემთხვევითი არაა,  ამ გზით მთავრობა ცდილობს  შენობის ნეონაცისტების საკულტო ადგილად ქცევას შეუშალოს ხელი. რისი საფუძველიც არსებობს,რადგან ამ ადგილს ამ იდეოლოგიის მატარებლები ხშირად სტუმრობენ.

„ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, კარგი იდეაა, რადგან აქ ყოველთვის დიდი მოძრაობა  იყო, ახლა კი მსგავსი რამ ვეღარ მოხდება.ხანდახან აქ გარკვეული ჯგუფები მაინც ჩნდებიან, მაგრამ ამიერიდან ეს წარსულს ჩაბარდება”-**აღნიშნა ბრაუნაუში მცხოვრებმა ტომაშ შპრაიცმა.

„იმედი მაქვს, გარეთაც აღარავინ მიუთითებს, რომ ეს ჰიტლერის დაბადების ადგილია. არ არის საჭირო მისი თაყვანისმცემლების მოზიდვა“-**ამატებს ნიურბერგიდან ქალაქში ცასული ტურისტი, ევიტა როსი.

ამ სამსართულიან სახლში 1889 წლის 20 აპრილს ნაცისტური გერმანიის მეთაური დაიბანა,სწორედ აქ ცხოვრობდა ფიურერის ოჯახი 3 წლის განმავლობაში. უკვე თანამედროვე ეპოქაში ამ შენობის ბედი  ხანგრძლივი დავის საგანი იყო. სხვადასხვა დროს აქ იყო განთავსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, სახელოწნო, თუმცა მათ მალევე შეწყვიტეს ფუნციონირება, მფლობელის გააწყვეტილებით,რომელიც შენობის სახელმწიფოსთვის გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა,სახლის სხვა ფუნქიიტ დატვირთვა არ სურდა.

უკვე 2016 წელს გამოცემული კანონით ეს შენობა მთავრობის საკუთრებაში გადავიდა, მას ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია ქირაობდა და  საამისოდ ქირაში 4 800 ევროსაც კი იხდიდა.

„დიახ, ადრე აქ  საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო განთავსებული და ამ საკმაოდ ჯიუტი მეპატრონის გამო, რომელიც შენობას აქირავებდა და არავის აძლევდა უფლებას რაიმე სახის რემონტი ჩატარებულიყო, „ლებენსჰილფე“ იძულებული გახდა გადასულიყო.  გაჩნდა კითხვა, რა უნდა გაკეთებულიყო შემდეგ , ასე მიიღეს გადაწყვეტილება. პირადად მე მერჩივნა, რომ აქ ორგანიზაცია „ლებენსჰილფე“ დარჩენილიყო,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია“- ყვება ბრაუნაუში მცხოვრები ირენი.

„განსჯა ჩემი საქმე არ არის, თუმცა გარკვეულ ვითარებაში ეს ადგილი შესაძლოა უფრო მეტად შეეფერებოდეს მუზეუმს ან თანამედროვე ისტორიის თემებზე საუბრისა და გაცვლის სივრცეს,თუმცა გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ“- აღნიშნავს თომაშ ედელმანი.

ნაცისტურმა გერმანიამ ავსტრიის ანექსია 1938 წელს მოახდინა, დღემდე გრძელდება კამათი იმის თაობაზე,იყვნენ თუ არა ავსტრიელები ამ პროცესის ნებაყოფლობითი თანამონაწილეები,რადგან მაშინ დაბადების ადგილას ჰიტლერის დაბრუნებას ბევრი ოვაციიტაც კი შეხვდა. თუმცა ბევრის მოსაზრებით პირიქით, ავსტრია ძალადობრივი დიქტატურის პირველი მსხვერპლი გახდა ევროპაში, რეჟიმის, რომელმაც საბოლოოდ ევროპის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია, ათობით მილიოლნი ადამაინის სისცოცხლე შეიწირა და კონტინენტს უდიდესი ტრამვა დაუტოვა.

დაკავშირებული ამბები
„პოლიცია ჰიტლერის სახლში” კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში