დაუნინგ სტრიტზე მისული ახალი პრემიერი, ენდი ბერნემი მთავრობის დაკომპლექტებას შეუდგა. წამყვან თანამდებობებზე დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეული ლიდერის ფავორიტები ცნობილია. საგარეო უწყება მან ედ მილიბენდს ჩააბარა, რომელიც 2010-15 წლებში ლეიბორიტული პარტიის ლიდერი იყო. ის ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმათა მინისტრის, დევიდ მილიბენდის ძმაა.
ყოფილი პირველი დიპლომატი, ივეტ კუპერი ჯანდაცვის უწყებას იბარებს. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, უეს სტრიტინგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ხდება. ამ თანამდებობაზე ის ჯონ ჰილის ანაცვლებს.
თავად ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ, ფინანსთა სამინისტრო გადაიბარა, რაც საინტერესო ფაქტია, რადგან მანამდე ერთი თვით ადრე მან თავდაცვის უწყება პროტესტის ნიშნად დატოვა, ბრიტანული ჯარისა და ფლოტისთვის გამოყოფილი არასაკმარისი დაფინანსების გამო. ახლა მას მეტი საშუალება მიეცემა ფინანსები ისე განკარგოს, როგორც ეს უსაფრთხოების საკიტხებშდი არსებულ თანამედროვე გამოწვევებს შეფერება. ენდი ბერნემის მხრიდან მისი კაბინეტში დაბრუნება იმის სიგნალია,რომ მას ამ საქმეში მწვანე შუქი აუნთეს.
დიდი ბრიტანეთის წინაშე მდგარი საგარეო და უსაფრთხოებითი გამოწვევები და პრიორიტეტები კარგად იკითხება იმ ზარებში,რომელიც ახლამა პრემიერმა პირველად განახორიცელა. პირველი ლიდერი, რომელსაც ენდი ბერნემმა დაურეკა, დონალდ ტრამპი გახდა, რომელმაც ამ სატელეფონო საუბარს თბილი სოც-მედია პოსტი მიუძღვნა. შემდეგი იყო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი,რომლის მიმართაც ლონდონის მხარდაჭერა პრემიერ მინისტრების საკმაოდ ხშირი ცვლის პირობებშიც კი არ შერყეულა და ბოლო სიგნალებით ასეც გაგრძელდება. იყო ზარი ბრიუსელშიც, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ენდი ბერნემთან. ჩვენ ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან არსებული შესანიშნავი ურთიერთობები. ახლო მომავალში შევხვდებით ორმხრივად საინტერესო თემებზე სამსჯელოდ. პრემიერ-მინისტრს დიდი სამუშაო ელოდება, მაგრამ ის ამის გაკეთებას შეძლებს, რა თქმა უნდა, აშშ მზად იქნება დასახმარებლად. ჩვენ განვიხილეთ ისეთი საკითხები,როგორებიცაა ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი, ვაჭრობა, სამხედრო ალიანსი, ჰორმუზის სრუტის განაღმვა და მრავალი სხვა. სატელეფონო საუბარი საინტერესო იყო და ძალიან კარგად ჩაიარა. პრემიერ-მინისტრ ბერნემს წარმატება ვუსურვე“- დაწერა აშშ-ის პრეზიდეტმა.
**„მოხარული ვიყავი, რომ ენდი ბერნემს ვესაუბრე და მას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე. ძალიან ვაფასებ, რომ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა კვლავაც მტკიცე იქნება. მადლობელი ვარ უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემის თბილი სიტყვებისა და იმ ადამიანების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ გამოხატული თანაგრძნობისთვის, რომლებიც რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ. უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე ძლიერი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს.შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, მათ შორის ანტისარაკეტო კოალიციის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობას.მადლობა, ენდი. მადლობა, ბრიტანეთო!”-**წერს უკრაინის ლიდერი.
ორშაბათს ენდი ბერნემს დიდმა ბრიტანელმა მონარქმა ოფიციალურად მისცა გაკარგულება სამთავრობო კაბინეტის ფორმირების თაბაზე. ცნობილია, რომ ახალი მთავრობის კოორდინატორი და პრემიერის ოფისი ხელმძღვანელი, ლუიზ ჰეიგი გახდა, რომელიც მანამდე ტრანსპორტის მინისტრი იყო,თუმცა გადამდგარი. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა შაბანა მაჰმუდმა, რომელიც ამ თანამდებობაზე უკვე 1 წელია საქმიანობს.
56 წლის პოლიტიკოსი და მანჩესტერის ყოფილი მერი ლეიბორიულ პარტიის სათავეში პარასევს დაინშა,ორშაბათს კი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ამ თანამდებობაზე მან კირ სტარმერი ჩაანაცვლა. ახალი მთავრობის ამოცანა ბაზრებისა და ფაების დასტაბილურებასთან ერთად, პოლიტიკური ვითარების დასტაბილურება იქნება, რაც მნიშვნელოვანია იმ ფონზე,რომ ქვეყანამ ბოლო 10 წელიწადში უკვე მეექვსე პრემიერია.
