კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს,  ელოდება შარლოტ ემა ეიჩისონის, იმავე Charli XCX-ის ახალი ალბომი. ხელოვნების მოყვარულთ ასევე ელოდებათ  ლუსიენ ფროიდისა და მორის ეშერის შემოქმედება სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში - აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

გამოფენები

დანიაში, ქალაქ ჰუმლებეკში ლუიზიანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 27 სექტემბრამდე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის ლუსიენ ფროიდის გამოფენას მასპინძლობს. მისი პორტრეტები ადამიანის შინაგანი სამყაროს უნატიფეს შტრიხებს წარმოაჩენს. გამოფენაზე წარმოდგენილია ლუსიენ ფორიდის შედევრების ფართო სპექტრი, იქნება ეს  ფანქრით, ნახშირითა თუ ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები.

ლონდონის Somerset House-ში 6 სექტემბრამდე გაგრძელდება ნიდერლანდელი მხატვარ-გრაფიკოსის მორის კორნელიუს ეშერის გამოფენა. ეშერმა სახელი გვიან გაითქვა. იგი 50 წლის იყო, როდესაც საზოგადოებაში აღიარება მოიპოვა და 70 წლის, როდესაც მისი პირველი რეტროსპექტივა მოეწყო 1968 წელს. მას შემდეგ ეშერის უნიკალური კონსტრუქციები ისევ და ისევ აოცებს მნახველს და იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. გამოფენაზე 150-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.

იჩქარეთ, პარიზის გრან პალეში 26 ივლისს დასრულდება ჰენრი მატისის გამოფენა „მატისი, 1941-1954.“

ფილმები

24 ივლისს კინოთეატრებში გამოვა ინდური პოლიტიკური ტრილერი „Jana Nayagan“, რომლის მთავარი გმირიც ყოფილი პოლიციელი სოციალური უსამართლობის აღმოფხვრასა და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს.

ტელესერიალები

23 ივლისიდან HBO Max-ზე დაიწყება სერიალი „Stuart Fails to Save the Universe“. The Big Bang Theory ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ამერიკული კომიკური ტელესერიალია.  მისი 12 სეზონის შემდეგ შოუმ სამი ე.წ. სპინ-ოფი გამოუშვა „Young Sheldon“, „Georgie & Mandy's First Marriage“ და ახლა იწყება „Stuart Fails to Save the Universe“. ამჯერად სერიალის მთავარი გმირი კომიქსის წიგნების მაღაზიის პატრონია, რომელიც მოულოდნელად იძულებული ხდება, გადაარჩინოს მთელი სამყარი, თავისი მეგობარი გოგონა და საუკეთესო მეგობრები. ეს მშვენიერი ტელესერიალია მათთვის, ვისაც სურს განიმუხტოს.

23 ივლისს Netflix-ზე იწყება ვესტერნული დრამა „Random Canyon“-ის მეორე სეზონი.

მუსიკა

24 ივლისს გამოდის ბრიტანელი პოლის პრინცესის შარლოტ ემა ეიჩისონის -  იმავე Charli XCX-ის ახალი ალბომი **„Music, Fashion, Film“.  თავისი წინა ალბომის „**Brat summer-ის“ შემდეგ მომღერალმა კინოში სცადა ბედი. კინოინდუსტრიაში მისი კარიერიდან ყველაზე აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი საუნდტრეკი ფილმისთვის „ქარიშხლიანი უღელტეხილი“.  გარდა ამისა, ბრიტანელმა მომღერალმა რამდენიმე ინდივიდუალურ ფილმშიც  მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ განსხვავებულ შემოქმედებით სფეროებში მიღებულ გამოცდილებას ეძღვნება Charli XCX-ის ახალი ალბომი „Music, Fashion, Film“.  

24 ივლისს ასევე გამოდის ამერიკული როკბენდის The Strokes-ის ახალი მეშვიდე სტუდიური ალბომი „Reality Awaits“.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი 

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში