ფრანკო-გერმანულ კავშირსა და ერთობლივად დაგეგმილ სტრატეგიებზე სამსჯელოდ ბერლინს ფრანგი პრეზიდენტი ესტუმრა. ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის დღის წესრიგში მთავრობათაშორისი კონსულტაციებია ჩანიშნული. ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტების შეხვედრის ადგილი კიოლნში მდებარე აუგუსტბურგის სასახლეა, და ეს თუ გერმანელ ლიდერს დავეყრდნობით, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს.
„ეს ცნობილი ადგილი ფრანკო-გერმანული ურთიერთობების ხანგრძლივი ტრადიციის სიმბოლოა. სწორედ ამ სასახლეში, 65 წლის წინ, პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა იმდროინდელ გერმანიის კანცლერ, კონრად ადენაუერს ფრანკო-გერმანული მეგობრობის ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც მოგვიანებით ელისეს ხელშეკრულებად იქცა. კვირის დასაწყისში შესაძლებლობა გვქონდა, პარიზში, ელისეს სასახლეში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიგვეღო მონაწილეობა. სამშაბათს დილით კი, საფრანგეთის პრეზიდენტის მოწვევით, ერთად დავესწარით სამხედრო აღლუმს, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს , 14 ივლისს მიეძღვნა. ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. დიდი მადლობა ამ მოწვევისთვის, რომელიც სულაც არ იყო თავისთავად ცხადი. უკვე გერმანიაში ჩვენ განვიხილავთ წამყვან და ძირითად საკითხებს, როგორიცაა ჩვენი ეკონომიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოებითი და თავდაცვითი პოლიტიკა“-აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
მიუხედავად იმისა,რომ მიმდინარე კვირას ეს ამ ორი ლიდერის მეორე შეხვედრაა, სალაპარაკო მაინც ბევრია, ამჯერად გაფართხოებულ ფორმატში. თუ უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხში დედაქალაქებს ერთობლივი პოზიციები აქვთ, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთსა და თეთრ სახლთან ურთიერთოებების მიმართულებით, არსებობს საკითხები,სადაც ვერ თანხმდებიან და ეს მეტწილად ერთობლივ ტავდაცვით პროგრამებს ეხებათ. საგულისხმოა,რომ რამდენიმე კვირის წინ ინდუსტრიულმა მეტოქეობამ პარიზი და ბერლინი აიძულა უარი ეთქვათ ახალი თაობის გამანადგურებლების პროგრამაზე, ეს იმ დროს, როდესაც აშშ ევროპას სულ უდრო მეტი გადაიარაღეისკენ მოუწოდებს. ამ ფონზე, ევროპის ეს ორი უდიდესი თავდაცვითი და ეკოინომიკური ძალა ცდილობს იმის დემონსტრაციას,რომ მათ ერთად მუაობა შეუძლიათ და ამის ნებაც მაღალია. რომ ფრანკო-გერმანული ურთიერთობა რომელიმე კონკრეტულ პროექტზე მაღლა დგას.
„ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ განვიხილავთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საკითხებს: უკრაინის მხარდაჭერას, ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ასევე ვითარებას ახლო და შუა აღმოსავლეთში. ამასთანავე, გავაძლიერებთ ორმხრივ და ევროპულ თანამშრომლობის დღის წესრიგს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ასევე გაძლიერებული შეკავების შესაძლებლობების მიმართულებით.ჩვენი მიზანია ახალი იმპულსი შევძინოთ ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას, შორი მოქმედების დარტყმის შესაძლებლობებსა და ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას. კოსმოსურ სფეროშიც გვინდა წინ წავიწიოთ. ამ მიზნით გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ამბიციას და საერთო გადაწყვეტილებას, პროგრესი მივაღწიოთ როგორც ფრანკო-გერმანული თანამშრომლობის, ისე ევროპულ დონეზე“-_თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა,ემანუელ მაკრონმა.
მხრეებს შორის განხილვები დაეთმობა თანამშრომლობის გაღრმავების გზებს ბირთვული შეკავების, სარაკეტო თავდაცვის, შორი-მოქმედების დარტყმების შესაძლებლობებისა თუ კოსმოსის საკითხებს.გერმანიის ოფიციალური პირის განცხადებით, ბერლინი ახლა ელოდება შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გერმანელი სამხედროები შემოდგომაზე საფრანგეთის ბირთვულ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. არსებობს ორი ერთობლივი დეკლარაციის მიღების მოლოდინიც.
