კატარისა და მექსიკის კულტურის წელი ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირს აძლიერებს ხელოვნების, კინოს, სამზარეულოსა და ფეხბურთის მეშვეობით.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი დამთავრდა, მაგრამ მეხიკოში კვლავ გრძელდება მისი გავლენა სხვადასხვა კუთხით.
„კატარი-მექსიკის კულტურის წელი 2026“-ის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ უფრო ფართო ინიციატივის - „კატარი-კანდა-მექსიკის კულტურის წლების“ - ნაწილია, მეხიკოში მუზეუმები, კინოთეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები იყენებენ სპორტის თემატიკას, როგორც ათვლის წერტილს, რათა მემკვიდრეობის, თვითმყოფადობისა და ურთიერთკავშირის ირგვლივ უფრო ღრმა დიალოგის გაიმართოს.
ხუმექსის მუზეუმის (Museo Jumex) ყურადღების ცენტრში ფეხბურთი დგას. გამოფენაზე, სახელწოდებით „დიდების სიმბოლოები“ (The Objects of Glory) წარმოდგენილია გულშემატკივრების სათაყვანებელი ნივთები, იქნება ეს პელეს ბუცები თუ დიეგო მარადონას მაისური, რომელიც მარადონას ეცვა „ღმერთის ხელის“ სახელით ცნობილ მატჩზე 1986 წლის მსოფლიო საფხებურთო ჩემპიონატის დროს. ქალაქის მეორე მხარეს კიდევ ერთი გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანიც ის არის, რომ დააკვირდეს, თუ რა მოხდება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ამ გამოფენის სახელწოდებაა „გზა დიდებისკენ“ (Journeys to Greatness) და მისი თემატიკა კატარის 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მემკვიდრეობის წარმოჩენაა დაწყებული ინფრასტრუქტურითა თუ ინოვაციით და დასრულებული კულტურული დიპლომატიითა და ადამიანური კავშირებით.
კულტურული დიალოგი მხოლოდ ფეხბურთით არ იფარგლება. მეხიკოს „სინეტეკა ნაციონალეს“ დარბაზში მაყურებელი ახალ თანამედროვე არაბულ კინოს გაეცნო იმ სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც „დოჰის კინოს ინსტიტუტმა“ შეიმუშავა.
კულტურის გაზიარების იდეა გამოფენებისა და ფილმების გარდა სხვა სფეროებზეც ვრცელდება. დიზაინერები, შეფმზარეულები და ციფრული კულტურის სპეციალისტებიც მონაწილეობენ თანამშრომლობის პროგრამებში, რომელთა ფარგლებშიც კატარი და მექსიკა ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და პერსპექტივებს.
კურატორებთან, კულტურის სპეციალისტებთან, რეჟისორებთან, დიზაინერებთან და შეფმზარეულებთან ინტერვიუების საშუალებით წარმოდგენილ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორ უწყობს ხელს “კატარი-მექსიკის კულტურის წლის” პროგრამა დიალოგს იმ ორ ქვეყანას შორის, რომელთაც ფეხბურთი აკავშირებთ და თუ როგორ გრძელდება კულტურის დიპლომატია მას შემდეგ, რაც მსაჯის სასტვენის ხმა მიწყდება.
ავტორი: ევრონიუსი
