ლიეტუვას სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, რუსეთი ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე დარტყმას გეგმავს. საფრთხიდან გამომდინარე, პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედაც თქმით სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გამკაცრდა.
ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს, ქვეყნის ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რა და როდის შეიძლება გახდეს კრემლის სამიზნე, თუმცა საუბარი ფიზიკურ ზიანზე და ქვეყნის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანაზე.
„საუბარია შეზღუდული მასშტაბის, თუმცა მიზანმიმართულ კინეტიკურ დარტყმაზე, ანუ ოპერაციაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის დარტყმას, რომელთა მიზანიც კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაა. რა თქმა უნდა, ეს არის, ასე ვთქვათ, სიგნალები, რომლებსაც შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებთ. ისინი ვერ ახდენენ კონკრეტული ადგილსა ან დროს იდენტიფიცირებას, რადგან ამის ზუსტად განსაზღვრა უბრალოდ შეუძლებელია. მეორე მხრივ, შესაძლოა ოპერაცია ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესში იყოს და საბოლოო ეტაპზე არც კი მისულა. ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ თავად დაგეგმვის ფაქტი ან ამ ოპერაციის მიზანი“-**აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი,გიტანას ნაუსედა.
ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევების შესახებ ბრალდებებს კრემლში ტრადიციულად უარყოფენ. მათი თქმით, ვილნიუსი კონტექსტის შექმნაზე მუშაობს, კერძოდ ქვეყნის ხელმძრვანელობა, ამგვარ საფრთხეების წარმოჩენით საიმისო საბაბის შექმნას ცდილობს, რომ რუსეთს მოსაზღვრე რეგიონი გაორმაგებულად შეიარაღდეს.
**„ეს, უბრალოდ, დამაშინებელი განცხადებების მორიგი სერიაა, რომლის მიზანიც მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა და მისი შემდგომი მილიტარიზაციისთვის მომზადებაა. ამის მისაღწევად საჭიროა რომელიმე ქვეყნის, ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისგან მტრის ხატის შექმნა და ამ საბაბით ბალტიის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ყველა მიმართულებით გაძლიერება“-**აღნიშნავს კრემლის სპიკერი,დიმიტრი პესკოვი.
ლიეტუვას რუსეთთან საზღვარს კალინინგრადის ოლქის გავლით აქვსმ, ქვეყანა ესაზღვრება მოსკოვის პარტნიორ ბელარუსს. მეზობლებისთვის კრემლის მავნე ქმედებები ევროპის კონტინენტზე საბოტაჟის მოწყობის მიზნით არახალია, არაერთი ქვეყანა მათ შორის პოლონეთი და მისი სატრანსპორტო ინფრაქტრუქრურა გამხდარა რუსეთის სპეც-სამსახურების სამიზნე. გასულ თვეს ვარშავაშიც აღნიშნეს, რომ დასავლური დაზვერვა შეწუხებული იყო რუსეთის შესაძლო თავდასხმების გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. მიმდინარე კვირას ამის შესახებ ისაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,რომლის თქმითაც რუსეთი 10 ევროპულ ქვეყანაზე აპირებდა კიბერიერიშს და მათ შორის იყო საფრანგეთიც.
