ორი ადამიანი ემსხვერპლა კიევზე განხორციელებულ ახალ რუსულ იერიშს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით. საჰაერო დარტყმებმა უკრაინის დედაქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დარტყმა დედაქალაქში მდებარე სვიატოშინსკისა და დარნიცკის რაიონებზე განხორციელდა, სადაც ძირითადად სასაწყობე სივრცეებია მოწყობილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს სამხედრო დანიშნულების ლოკაციები იყო, რომელსაც უკრაინა დრონების წარმოებისთვის იყენებს.
ღამის დარტყმებამდე, დღისით უკრაინას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების ტუმრობდნენ.მათ ნაწილს თავშესაფარში გადასვლა მოუხდათ. ერთობლივ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინის დიალოგზე დათანხმების მცდელობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ასწორედ აქ აღნიშნა ისი, რომ უკრაინას უვე აქვს ამერიკული იარაღის, კერძოდ პეტრიოტების წარმოების ტექნკური შესაძლებლობა. ეს ის ანტისაჰაერო სისტემებია,რაც კიევს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებს. ქვეყანა ანტი-ბალისტიკური პროექტების მიმართულებით ევროპასთან აქტიურად მუშაობს.
„ძალიან მსურს, რომ ევროპამ უფრო მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო როლი შეასრულოს. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ევროპას მშვიდობის მიღწევისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო ძლიერი როლი უნდა ჰქონდეს. ამაზე დიდ იმედებს ვამყარებ.ჩვენ ველოდებით, რომ 2026 წლის ბოლოსთვის უკრაინულ გუნდს ექნება Patriot-ების) რაკეტების წარმოების ტექნიკური შესაძლებლობა. ანუ ამერიკული რაკეტების წარმოებას საკუთარი ძალებით შევძლებთ.ვემზადებით ზამთრისთვისაც. ჩვენ და ჩვენი დიპლომატები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთი დიალოგზე დავიყოლიოთ და ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ამისთვის უკვე გარკვეული დროა ვემზადებით და ჩვენი პრიორიტეტებიც მკაფიოდ არის განსაზღვრული“-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ.
“დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დრონებისთვის დამატებით კიდევ 1 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია.ჩვენ უკვე დავამტკიცეთ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების გეგმა, რომელიც დრონების, რაკეტებისა და საბრძოლო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მართლაც მხოლოდ დასაწყისია“- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რუსეთის დარტყმები უკრაინის დედაქალაქით არ შემოფარგლულა. იყო დარტყმა ზაპორიჟიეზეც, რომელიც ასევე მსხვერპლით დასრულდა, აქ მასიური დარტყმების შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. რუსეთმა 16 ივლისის გამთენიისას დარტყმა მიიტანა სუმის ოლქზეც, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა. მართვადი რეკეტები აქ სამედიცინო დაწესებულებას მოხვდა. იყო მორიგი იერიში უკრაინის ქალაქ ოდესაზეც,რომელიც აქაც 3 მსხვერპლით დასრულდა. ამ რეგიონებს რუსეთი ბოლო თვეებია განსაკუთრებული სიმძლავ
