მეხუთე დღეა ზღვისპირა ოდესა რუსული იერიშების სამიზნეა. 15 ივლისის გამთენიისას საპორტო ქალაქზე მიტანილ იერიშს ამჯერად 3 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით ღამის განმავლობაში 100 რუსული დრონის მოგერიება მოუხდათ. როგორც მოსკოვში ამბობენ, ჩერნომორსკის პორტში მათი სამიზნე სანავთობე რეზერვუარი იყო, რომელსაც უკრაინის შეიარღებული ძალები იყენებდნენ.
ასეთია მოსკოვის პასუხი რუსეთის სანავთობე ინფრასტრუქტურაზე უკრაინის წარმატებულ იერიშებზე, რის გამოც 2 დღის წინ ვლადიმერ პუტინი გაორმაგებული პასუხებით დაიმუქრა. უკვე დღეს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინას ტერორიზმში აქეთ დებს ბრალს, აზოვისა და შავ ზღვებში რუსულ სანავთობე ხომალდებზე მიტანილი იერიშების გამო. ამასთან რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროპასთან ერთად დონალდ ტრამპის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ლავროვმა ჩადის რესპუბლიკასთან დიპლომატებისთის უვიზო რეჟიმის გაფორმების შესახებ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ცენტრალური აფრიკის ქვეყნები რუსეთისთვის დასავლური იზოლაციის ფონზე აქტუალობას არ კარგავენ.
“ალიასკას სამიტის შემდეგ დონად ტრამპი შეთანხმებასა და წამოწყებულ პროცესზე საუბრობდა, ევროპა და უკრაინამ კი მაშინ თქვეს, რომ პროცესში არ მონაწილეობდნენ და შესაბამისად ეს მათ არ ეხებოდა. ახლა ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ აშშ-ის გვერდზე გაიყვანონ. პრეზიდენტი ტამპი ამ მცდელობებს არ აფასებს, ის არ ამბობს,რომ ალასკის შეთანხმება გაუქმდა. აი ევროპელები და უკრაინული რეჟმი კი საჯაროდ აცხადებენ, რომ ალიასკის შეთანხმებები მკვდარია და უკვე დაიმარხა.ეს მეკობრეობაც აღარაა, რასაც უკრაინული რეჟიმი ახლა აკეთებს. მეკობრეები იპარავენ და თავისთვის მიაქვთ, ეს კი არც მათთვისაა და არც ხალხისთვის. მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს ზიანი მიაყენონ ან შეაშინონ. ეს სუფთა წყლის ტერორიზმია - რომელიც ვლინდება, არა მხოლოდ აზოვისა და შავ ზღვაში,არამედ ყველგან სადაც უკრაინელები ხედავენ შესაძლებლობას ზიანი მიაყენოს რუსეთს“- აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
ეს კი სუმის ოლქია, უკრაინის ქალაქი, სადაც რუსულ იერიშებს რამდენიმე დღის წინ 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვ, 20 დაიჭრა. რუსული სარაკეტო იერიშების ამსახველი კადრებს საერთაშორისო მედია ავრცელებს, ასეთ ყოველდღიურობაში ცხოვრობენ უკრაინელები უკვე მეხუტე წელია, იმ ქვეყნის მიერ წამოწყებული ომის შედეგად, რომლის პირველი დიპლომატიც უკრაინას ტერორიზმში სდებს ბრალს. სერგეი ლავროვის განცხადებებს კიევში არ გამოხმაურებიან,თუმცა ომში მყოფი ქვეყანამ ტერორისტი სახელმწიფოს სტატუსი რუსეთს ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში მიანიჭა, იმ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის წამოწყების გამო, რომელსაც მტელი მსოფლიო ომად აფასებს და რომელმაც ათასობით უკრაინელი ემსხვერპლა.
გაეროს ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ივნისში გააქტიურებული რუსული იერიშების შედეგად 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 2000 მდე პირი კი დაშავდა. ეს კი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგჰ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
