ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ მოსკოვი უკრაინის დარტყმებს გაორმაგებული ძალებით უპასუხებს და მათი მასშტაბი გაიზრდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სახალხო ფრონტის გამოფენაზე განაცხადა, სადაც მას უყვებოდნენ, რომ მოწინააღმდეგე რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკვე ყოველდრიურ დარტყმებს ახორციელებს.
კრემლს მოყოლა არ სჭირდება, შედეგებს თავადაც ხედავს, ვლადიმერ პუტინის პრობლემა ისაა, რომ დანახვა ხალხმაც დაიწყო. მას შემდეგ,რაც უკრაინამ აგრესორი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე აგრესიული იერიშები გაააქტიურა, ნავთობით მდიდარ რუსეთში საწვავის დეფიციტი შეიქმნა, რამაც ხალხი აღაშფოთა. მიუხედავად ამისა პუტინი ამბობს, რომ ეს სისტემა საფუძველშივე გამძლე და ძლიერია.
„ისინი ქმნიან წამიერ პრობლემებს ჩვენს ნავთობ პროდუქტებთან დაკავშირებით, თუმცა სიტუაცია დროსთან ერთად გამოსწორდება. ეს ასევე ეხება ყირიმს, სამუშაო გრძელდება, რათა შეიქმნას მიწოდების იმგვარი სისტემა, რომლის დაზიანებაც მოწინააღმდეგეს ვერ შეეძლება. ჩვენი პასუხები ყოველთვის იქნება სარკისებრი, სადაც არ უნდა ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციას დაარტყან, ამას ვუპასუხებთ სარკისებრად, თუმცა რამდენჯერმე უფრო ძლიერად. ამას მოწინააღმდეგე იგრძნობს, იმედია უკვე გრძნობს და იგრძნობს მომავალშიც. ამას ექნება მზარდი მასშტაბი „ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
უკვე დღეს კრემლმა შეიტყო, რომ მის ბაშკირეთში რუსული გიგანტის, გაზპრომის გადამამუავებელი ქარხანა იწვის. ეს პირველი შემტხვევა არ არის. დარტმა იყო მოსკოვის სიახლოვეს მდებარე სოლეჩნოგორსკში, სადაც 81 უკრაინული დრონით იქა მიტანილი იერიში. დაიღუპა 3 ადამაინი, დაზიანდა მაღალსართულია შენობა. მიუხედავად ამისა კრემლთან დაკავშირებული 3 წყაროს ცნობით, როიტერი იუწყება, რომ მოსკოვი მოლაპარაკებეის მოწოდებებს უარყოფს და ომის გაგრძელებას აპირებს და განაგრძობს კიდეც. რუსეთმა უკრაინას 134 შორი მოქმედების დრონებითა და მართვადი რაკეტებით დაარტყა, 123 მათგანის მოგერიება მოხერხდა. თუმცა დანარჩენის ვერა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სუმისა და ზაპორიჟიეზე. აქ რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაიღუპა 2 ადამიანი, 11 დაშავდა. 70 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ბოლო იერიშებმა უკრაინის სამხრეთით მდებარე ამ ქალაქში 11 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
„შენობას მეორე მხრიდან დაარყტყეს, რაც სადარბაზოს მოხვდა. დაზიანდა კიბე,რის გამოც ადამაინები ქვემოთ ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რამდენიმე მესამე სართულიდანაც კი გადმოხტა. აიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს“- ყვება ზაპოროჟიეში მცხოვრები ლილიანა ანდრიივნა.
მოსკოვის სამიზნეებს შორის იყო კიევი და ოდესა,რასაც მასიური ხანძრები მოჰყვა. თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
