საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს ელოდებიან, რათა ქვეყანაზე განხორციელებული კიბერშეტევა დაგმონ, რომლის კვალიც სწორედ მოსკოვში მიდის.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, იგივე ეფესბეს მასშტაბრი კიბერშეტევის სამიზნე საფრანგეთის გარდა, ევროპის სხვა 10 ქვეყანა იყო, მათ შორის პოლონეთი. ამის შესახებ თავად საფრანგეთის საგაარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო საუბრობს. ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი კამპანია საბოტაჟის მოწყობას ემსახურებოდა და ის შპიონაჟის გზით განხორციელდა.
„ვგმობთ ფართომასშტაბიან კიბერკამპანიას, რომლის მიზანიც საბოტაჟი და ჯაშუშობის გზით ინფორმაციიის მოპოვება იყო. საქმე გვაქვს რუსულ კიბერ-კამპანიათან, რომელიც ქვეყნებში განხორციელდა. როგორც იცით, ეს ოპერაციები მიზანში იღებს სამინისტროებს, კომპანიებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ოპერატორებს. მათი მიზანია ან ინფორმაციის მოპოვება, ან სხვადასხვა სისტემის მუშაობის შეფერხება და საბოტაჟი, მაგალითად, როგორც ეს პოლონეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ვიხილეთ. მომდევნო დღეებში საფრანგეთში რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარებთ. ამასთან, სანქციებს დავუწესებთ ცხრა ფიზიკურ პირსა და ოთხ იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ კიბერკამპანიაზე, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის, იგივე ეფესბეს მიერ იყო ორგანიზებული“- აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
პარიზი აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში ოპერაციის მექანიზმებსა და მისი ავტორების ვინაობასაც გაასაჯაროებს. 15 მდე პირი და კომპანია, დედაქალაქმა უკვე გადასცა სასანქციო სიაში,რათა ეფესბეს მიერ ორკესტრირებული კიბერ კაპმანიის გამო პასუხი აგონ.
ევროპის მიწაზე განხორციელებული რუსული კიბერშეტევები და საბოტაჟის მოწყობის მცდელობები კონტინენტისთის არახალია, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, რომელშიც ევროპა უკრაინის საიმედო პარტნიორი და ნომერ პირველი ფინანსური თუ სამხედრო მხარდამჭერია.
