ნაირობი, სადაც ველური ბუნება და ფუფუნება ერთნაირად გაგაოცებთ, ნებისმიერი მოგზაურობის მოყვარულის სასურველ ტურისტულ მიმართულებად ითვლება. მაინც რით არის კენია ასეთი გამორჩეული?
კენია მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ქვეყენა, სადაც მრავალფეროვანი ველური ბუნება, მდიდარი კულტურა და ნოყიერი ნიადაგია. და ამ ქვეყანაში მოგზაურობა სულ უფრო მეტ ტურისტს სურს.
Grand Voyager -ის ამ ეპიზოდში ლილი დაუსმა დაათვალიერია ნაირობის როგორც ყველაზე ცნობილი ადგილები, ის ფარული მარგალიტებიც, რომელბზეც ჯერ ინფორმაცია გავცელებული არ არის.
ნაირობი იმ იშვიათ ქალაქებს მიეკუთვნება მსოფლიოში, სადაც ტურისტს ველური ბუნება დიდ ქალაქთან ძალიან ახლო შეუძლია ნახოს. ერთ-ერთი ასეთი ადგილაი ნაირობის ეროვნული პარკი, რომელიც განთქმულია დიდი ველური ცხოველებით, რომლებიც თავოსუფლად დაესირნობენ ნაკრძალში.
ლილიმ მოგზაურობა ველურ ბუნებაში გასვლით დაიწყო და ველური ცხოველები ახლოდან ნახა. შემდეგ ლილიმ მოინახულა ნაირობის ველური ცხოველების თავშესაფარი, სდააც გადარჩენილი ცხოველების ამბებეი გაიგო და ნახა, როგორ ზრუნავენ მათზე.
ამის მერე ლილი ადგილობრივ ფერმას ესტუმრა, სადაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ შრომატევადია ნაირობის საქვეყნოდ განთქმულ ყავის ინდუსტრიაში მუშობა.
გზადაგზა ლილი გაეცნო ნაირობის შემოქმედებით მხარესაც, შეხვდა ოსტატებს რომლებიც კენიის ტომის ტრადიციების მიხედვით ხელით ამზადებენ მძივებს.
ეს მოგზაურობა სავსე იყო ველური ბუნებითა და შტაბეჭდილებებით, რომელოც მხოლოდ კენიას შეუძლია დატოვოს.
ავტორი: ლილი დაუსი
