ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული სოციოლოგიური სამსახურები თავად წერენ. „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული სახელმწიფო სამსახურის“ მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 20 % არ იწონებს. ეს კი გარკვეულწილად რეკორდია, თუ 2025 წლის დეკემბერში პუტინის ნაბიჯების მიმართ გამოკითხულთა 77%-ზე მეტი სიმპანიებს ავლენდა, უკვე დღეს მათი რიცხვი 66%-ს შეადგენს, რაც ომამდელ პერიოდს უტოლდება.მაშინ პუტინის პოლიტიკას 64% იწონებდა.
ის რომ დაცემული რეიტინგი სახელმწიფო სოციოლოგიურ კვლევებში საჯაროდ გაქვეყნდა, ბევრს კითხვებს უჩენს, იმ ავტორიტარული მართვის სტილის გამო,რომელიც ახლა რუსეთშია. თუმცა ფაქტია, რომ კრემლი ამის უფლებას იძლევა.
კვლევების თანახმად პუტინის რეიტინგში პირველი შემცირება აპრილში შეინიშნებოდა, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადოებას ინტერნეტი შეუზღუდა და საკომუნიკაციო აპლიკაცია ტელეგრამი დაუბლოკა. უკმაყოფილებამ პიკს კი უკვე ზაფხულში მიაღწია, როდესაც ნავთობით მდიდარ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გაჩნდა და კრიზისული ვითარება შეიქმნა - ეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოსკოვსა და სხვა ქალაწებზე მასშტაბური იერიშები მიიტანა დრონებით და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მასშტაბურად შეუტია. შედეგად რუსეთის მოსახლეობას საწვვზე ნადირობა დ გრძელ რიგებში ყოფნა უკვე ყოველდღიურად უწევთ და ბრაზსაც არ მალავენ. კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ ყველაფერი კონტროლზეა.
„სრულიად ნათელია, რომ მტერი ცდილობს ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში დაძაბულობისა და ნერვიულობის ატმოსფერო შექმნას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. რუსეთის ენერგოსისტემა და მისი სიმძლავრის მარაგი ძალიან მდგრადია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი“-თქვა ვლადიმერ პუტინმა.
ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის ფონზე გააკეთა, რომლის შესახებაც კაბინეტთან შეხვედრისას განაცხადა. ეს იმ ზომების ნაწილია, რომლითაც რუსეთი საწვავსა და დიზელზე არსებული მწვავე დეფიციტის დარეგულირება ცდილობს - ჯერ უშედეგოდ. თუმცა მოსკოვში იციან, რომ მოსახლეობას უკრაინასთან უკვე მეხუთე წელი მიმდინარე ომის დასრულება სულ უფრო მეტად სურს. ამისატის კი მოლაპარაკეების დასრულება და ომში მყოფი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაა საჭირო, რომლის ჩატარებასაც ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ითხოვს.
„არ ვიცი, არ ვიცი. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა რომ ისურვებდა მას მოსკოვში შეხვედროდა. მე კი ვუთხარი: “ იცით, მის ადგილას რომ წარმოვიდგინო თავი არ ვიცი, წავიდოდა თუ არა ის მოსკოვში. შესაძლოა ასეა - თქვენ წახვიდოდით მოსკოვში?“ - ჰკითხა ნატოს სამიტზე ანკარაში ჩასულმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას.რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუმრობით უპასუხა :
„ეს რთული იქნებოდა, რადგან ახლა იქ ბევრი უკრაინული დრონი დაფრინავს, ამიტომ ჩემთვის ეს სახიფათო იქნება, საშიშია”.
“მოსკოვში წასვლა მართლაც რთულია” - აღნიშნა ბოლოს ამ დროისთის პროცესის მთავარმა მედიატორმა, დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ევროპაში ან ბუდაპეშტში, პასუხი ბუნდოვანი დარჩა, თუმცა კიევს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ მზადაა ომის დასრულების მიზნით ნებისმიერ წერტილში შეხვდეს აგრესორი სახელმწიფოს ლიდერს, თუმცა ეს ადგილი მოსკოვი ვერ იქნება.
