უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პიტერ მადიარი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემასა და ომში მყოფი ქვეყნისთვის ისეთი სამხედრო დახმარების გაწევაზე როგორიცაა, მაგალითად, ჯარისკაცების გაგზავნა.
ამავდროულად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ უნგრეთისთვის მკაფიოა, რომ ამ ომში უკრაინა არის მსხვერპლი, ხოლო რუსეთი - სასტიკი აგრესორი.
„უნგრელებს სჯერათ NATO-ს სიმტკიცისა და ერთიანობის, რაც ჩვენი საერთო ინტერესია. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კვლავ დავამკვიდროთ უნგრეთი, როგორც სანდო მოკავშირე. უნგრეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, თავდაცვის ხარჯები ეტაპობრივად და პროგნოზირებადი ტემპით გაზარდოს, და 2035 წლისთვის ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს მიაღწევს.**
და ბოლოს, მინდა უნგრეთის მთავრობის სახელით სრულიად ნათლად განვაცხადო ომთან დაკავშირებით: უკრაინა არის მსხვერპლი, ხოლო რუსეთი - სასტიკი აგრესორი. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა.**
ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, თუმცა, როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს და არც სამხედროებს გაუგზავნის“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.**
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ NATO-ს სამიტის ფარგლებში, ჰქონდა შესაძლებლობა, მოკლედ ესაუბრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მისივე განცხადებით, მხარეები უახლოეს მომავალში შეხვედრის გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ.
უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, ევროპელი მოკავშირეები მტკიცე წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ხელისუფლებაში ვიქტორ ორბანის ყოფნის დროსაც, თუმცა, განსხვავებით იმ ვითარებისა, მადიარი მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან ომის მსხვერპლსა და აგრესორს.
