კატეგორიები

ბალისტიკური რაკეტებით კიევზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ბალისტიკური რაკეტებით კიევზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საჰაერო ძალებმა კიევზე კვლავ ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში, რომლიდანაც  უკრაინის ანტი-საჰაერო სისტემებმა ვერცერთის მოხსნა ვერ მოახერხეს. შედეგად უკრაინის დედაქალაქს კვლავ ჰყავს მსხვერპლი,

ამჯერად ქალი,რომელიც ცეცხლწაკიდებულ შენობაში ხანძრის ჩაქრობის დროს იქნა ნაპოვნი. ბოლო ინფორმაციით დაშავდა 2 პირი.კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა დნიპროს მდინარის ორივე ნაპირას, ორ სხვადასხვა რაიონში - ერთ შემთხვევაში სასაწყობე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არასაცხოვრებელ შენობაში.

რუსეთის იერიშები 8 ივლისის გამთენიისას იყო  ზაპორიჟიეზე, დაწრილია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. მხვერპლის რიცხვი იზრდება ოდესაზე მიყენებული  იერიშის შემდეგ. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეებს შორის იყო სუმის ოლქი, ხარკივი.

მსობრივი დარტყმები კიევის თავზე ბოლო თვეა განსაკუთრებულად გააქტიურდა. ორშაბათს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მიტანილ ამგვარ იერიშს დედაქალაქის დასახლებულ პუნქტებში  ბოლო მონაცემებით 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 90 პირი. ადგილის სანახავად გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი მივიდა, რომელმაც მომხდარს ტერორი უწოდა.

„კიდევ ერთი საშინელი ღამის შემდეგ, ვიმყოფებით შენობასთან, რომელსაც  დილის 3 საათზე, ჰიპერბგერითი რაკეტა მოხვდა. ამავე დროს, ახლომდებარე ორ შენობას ორი სხვა რაკეტა დაეცა.  მაშველები ადამიანებს ეძებენ და, როგორც ვიცი, მათ შორის ორი ბავშვია.ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა „ტერორი“. ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.ამჟამად კიევზე მსგავსი თავდასხმების სიხშირე და მათი მძიმე, დრამატული გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე სრულიად მიუღებელია. ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს.საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები ძალიან მკაფიოა მათთვის, ვინც მას პატივს სცემს - მშვიდობიანმა მოქალაქეებმა არასოდეს უნდა გადაიხადონ უმაღლესი ფასი ამგვარ კონფლიქტებში, ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ნადგურდებოდეს ისე, როგორც ამას ჩვენ ვადევნებთ თვალს“- აღნიშნა მათიას შმალემ.

თუ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება უკრაინის ანტისაჰაერო სისტემებისთვის შედარებით იოლი ამოცანაა, ბალისტიკურ რაკეტებთან მიმარტებით მოცემულობა განსხვავებულია.  გაზრდილი იერიშების ფონზე საჰაერო თავდაცვაში არსებული პრობლემები უკრაინის პრეზიდენტს არც დაუმალავს და ამის შესახებ საუბრებს პარტნიორებთანაც ააქტიურებს. რაც ახლა კიევს ყველაზე მეტად სჭირდება პეტრიოტის ტიპის ამერიკული სისტემებია. ნაწილი აქვს, თუმცა საკმარისად არა.  ანტისარაკეტო სისტემებსი მკვეთრ დეფიციტზე საუბარი და გამოსავლის გზების ძიება უკვე ნატოს სამიტზე გაგღძელდება, სადაც უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა.  

დაკავშირებული ამბები
ბალისტიკური რაკეტებით კიევზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა ახლოვდება