აშშ-ის პრეზიდენტი დამაიმედებელი შეფასებით გამოდის და აღნიშნავს,რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული და საბოლოო შეთანხმება იმაზე ახლოსაა,ვიდრე ეს საზოგადოებას წარმოუდგენია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან უქმეებზე გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მიუხედავად ოპტიმიზმისა, ამერიკის ლიდერს სკეპტიკურ შეკითხვებზეც მოუხდა პასუხის გაცემა. გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟირნალისტებმა მას კითხეს,თუ რას ფიქრობდა იმ მასობრივი იერიშის შესახებ,რომელიც ვლადიმერ პუტინმა მასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენიმე საათში კიევზე მიიტანა. რატომ არ გრძნობდა რუსეთის პრეზიდენტი ზეწოლას ვაშინგტონის მხრიდან.
„ვფიქრობ, ის გრძნობს ზეწოლას. მას სურს, რომ ეს დასრულდეს, უკრაინასაც იგივე სურს. ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამის დასრულებას. ეს საშინელი რამ არის. ვფიქრობ, იმაზე ბევრად უფრო ახლოს ვართ ამასთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინსაც ნამდვილად სურს ომი დასრულდეს, ამას სრული დარწმუნებით გეუბნებით. ჩვენ ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. პრეზიდენტ ზელენსკისაც ნამდვილად სურს, რომ ომი ახლა დასრულდეს. ჩვენ ნატოს სამიტზე მივდივართ, სადაც ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ვფიქრობ, შევძლებთ ამის დასრულებას. ეს მართლაც საშინელი ვითარებაა. წარმოიდგინეთ: ორი თვის წინ, ერთ თვეში, 25 000 ადამიანი დაიღუპა - სამხედროები. გასულ თვეში კი ეს მაჩვენებელი რეკორდული იყო: ერთ თვეში 36 000 ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდა სამხედროები მიდიან ომში და ხშირად პირველი კვირის დასრულებამდეც კი იღუპებიან.ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დრონების ტექნოლოგიაა. მაიკლ, ვინ იფიქრებდა, რომ დრონები ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეოდა? ისინი ნამდვილი მკვლელი მანქანებია. საოცარია. ხის უკანაც რომ დაიმალო, მაინც გიპოვიან და დაგარტყამენ. მინახავს ისეთი კადრები, რომელთა ნახვაც არ მსურს. არც მინდა, თქვენ იხილოთ ის, რაც იმ ბრძოლის ველზე ხდება.იცით, ხშირად საუბრობენ სამოქალაქო ომზე და სხვა საშინელ ომებზე, მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებულად შემზარავია. ვფიქრობ, ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა და ვფიქრობ, ვუახლოვდებით ამ საქმის დასრულებას”-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპი არ აზუსტებს ვადებსა და პირობებს,რომელმაც იმ ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი,რომელმაც მეხუთე წლის ათვლა დაიწყო.მითუმეტეს, რომ იერიშები თუ კონტრ იერიშები სულ უფრო აქტიური და ინტენსიური ხდება.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ორშაბათს კიევზე მიტანილი მასობრვი იერიშის შემდეგ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა და ახლა 22-ს ითვლის. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას 100 დრონით ამაღამაც შეუტია, ბელგოროდში სარაკეტო იერიშს მსხვერპპლი მოჰყვა, ისევე როგორც სუმში.
„მხოლოდ ამ მასშტაბური თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებია. დაშავდა თითქმის 90 ადამიანი.ამჯერად თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი და მისი შემოგარენი იყო. პუტინმა კიდევ ერთხელ დაარტყა საცხოვრებელ შენობებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კიევის მახლობლად მდებარე ვიშნევეში, სადაც მდგომარეობა მეორადი აფეთქების გამო კიდევ უფრო გართულდა.დიდი იმედი გვაქვს, რომ ანკარას სამიტი, ევროატლანტიკური სივრცის უძლიერესი სახელმწიფოების მონაწილეობით, არ იქნება ფორმალურ ღონისძიება. ველით, რომ ერთობლივი მუშაობისა და საერთო გადაწყვეტილებების შედეგად გაძლიერდება ჩვენი სიცოცხლის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და თავდაცვითი შესაძლებლობები როგორც ევროპაში, ისე ამერიკასთან ერთად.გადაწყვეტილებები აუცილებელია. მადლობას ვუხდი იმ ლიდერებს, რომლებმაც დღეს დუმილს რუსეთის ტერორის საჯარო დაგმობა არჩიეს”- ამბობს უკრაინის ლიდერი.
იერიშებს აგრძელებს უკრაინაც, რომელიც რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ლოკაციებს უტევს ხმელეთსა თუ ზღვაში. მათ შორისაა ნავთობმზიდი გემები აზოვის ზღვაში, ყირიმის სანავთობე ტერმინალი თუ სხვა, კიევის განმარტებით ლეგიტიმური სამიზნეები,რომლებიც მოსკოვს ომის გაგრძელებაში ეხმარება. ახალ სატელიტურ ფოტოებით ჩანს სანკტ პეტერბურგის სანავთობე ტერმინალის მდგმარეობა. ხანძარი იყო ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავბელ ქარხანაშიც. დეფიციტის გამო მოსკოვსა და დიდ ქალაქებში ბრაზს მოსახლეობაც აღარ მალავს. თუმცა კრემლში ამბობენ, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბარი კი აიმედებთ.
„ეს სატელეფონო საუბარი კარგი შესაძლებლობა იყო, ჩვენი პოზიცია უმაღლეს დონეზე, უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაგვეცნო.დონალდ ტრამპს საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია აქვს. ყველა ის მტკიცება, თითქოს ის საკუთარ შეხედულებებს ქარის მიმართულებით ცვლის, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.ის მტკიცედ არის დარწმუნებული იმაში, თუ როგორც ესმის მიმდინარე მოვლენები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი მზად არის, უშუალოდ მოისმინოს ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი აწვდის.მეორე მხრივ, როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ტრამპს ესმით, რომ მათ შორის კონტაქტები უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება“-აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დიმიტროი პესკოვმა.
ანკარაში 7-8 ივლისს ჩანიშნულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგება, რაც დამატებითი საშუალება იქნება ომის დასრულების გზაზე ახალი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
