ამერიკის შეეთებულმა შტატებმა ირანში 80-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა საჰაერო იერიშები. ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ეს ვაშინგტონის პასუხია ჰორმუზის სრუტეში სამ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მართვისა და კონტროლის ქსელებს, სანაპირო რადარებს, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შესაძლებლობებს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 60-ზე მეტ სწრაფმავალ ნავს, რომლებიც სრუტეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ,“ - ნათქვამია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცენტრალური სარდლობა იმასაც აღნიშნავს, რომ თავდასხმების ეს ეტაპი დასრულებულია.
ამერიკელებმა ირანულ სამიზნეებს მაშინ დაარტყეს, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში, NATO-ს სამიტზე იმყოფებოდა.
ირანმა ვაშინგტონი დაუყოვნებლივ გააფრთხილა, რომ „ყველა იმ ზომას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“, რითაც გაიზარდა რისკი, რომ მხარეებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება, რომელმაც საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, ჩაიშლება და ახლო აღმოსავლეთი კვლავ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ბაჰრეინში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განთავსებული, ოთხშაბათს დილით საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.
ამავდროულად, ქუვეითის არმიამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალები მტრული რაკეტებისა და დრონების თავდასხმებს იგერიებენ“, თუმცა მათი წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია.
ცენტრალური სარდლობის თანახმად, ამერიკული იერიშების მიზანი „მძიმე ფასის დაკისრებაა მათთვის, ვინც საერთაშორისო წყლებში უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებით დაკომპლექტებულ კომერციულ გემებს ესხმის თავს.“
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატები თეირანსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის არაერთხელ დაარევაში დაადანაშაულა და საპასუხო მოქმედებებით დაიმუქრა.
ირანის პარლამენტის სპიკერმა და შტატებთან მოლაპარაკებებში თეირანის მთავარმა წარმომადგენელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა კი განაცხადა, რომ „დაშინებისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა“.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი დარღვევები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან:
სრუტესთან დაკავშირებით ირანის პირობების დარღვევა;
სამხედრო დარტყმების გაგრძელების მუდმივი მუქარა;
ნავთობზე სანქციების ხელახლა ამოქმედება;
თავდასხმები ირანის სამხრეთ რეგიონებზე;
სიონისტური აგრესიის გაგრძელება ლიბანში;
დაშინებისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა. ამას შედეგი არ ექნება. ჩვენ არ დავნებდებით“, - დაწერა მან.
გემებზე თავდასხმების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის წინაამდეგ სანქციები აღადგინა.
ირანის მიერ გემებზე თავდასხმებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო იერიშების სერია გასული თვის ბოლოსაც ვახეთ. ამას ირანის ირანის მხრიდან ბაჰრეინსა და ქუვეითზე იერიშები მოჰყვა.
