ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვაზე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობისკენ მიმარუთლი მოწოდებები ისმის. ხანგრძილივ სამგლოვიარო ცერემონიაზე მისული ასობით ათასი მგლოვიარის თანდასწრებით რევანშის იდეა პოეტმა, მოჰამად რასულიმ გააჟღერა, რომელსაც შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილი მიესალმა.
ამგვარი ხედვების რეალურობას ის ბანერებიც ადასტურბს, რომლებიც თეირანის ქუჩებში გამოჩნდა და რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიემინ ნეთანიაჰუ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, იმ დანაკარგის გამო, რაც მათმა ერთობლივმა სამხედრო ოპერაციამ მოიტანა.
„რატომ არ უნდა მოვკლათ ის, ვინც ჩემი იმამი მოკლა? სირცხვილი ჩვენ, თუ მკვლელი დაუსჯელი დარჩება. ტანსაცმლის ნაცვლად ამიერიდან სუდარას ჩავიცვამთ. ვფიცავ შენს სისხლს, ჩვენი ვალია, ტრამპი მოვკლათ..სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს “- აღნიშნა პოეტმა, მოჰამად რასსულიმ.
ათწლეულების მანძილზე ირანის სათავეში მყოფი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია ისე გრძელდება, რომ მასზე ერთხელაც არ გამოჩენილა მემკვიდრე, მოჯთაბა ხამენეი. ის მამის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სულიერ ლიდერად აირჩიეს და მას შემდეგ არავის უნახავს. მის მიმართვებს კი როგორც წესი სატელევიზიო გადაცემების წამყვანები აჟღერებენ. ალი ხამენეის რეზიდენციაზე აშშ-ის თავდასხმის დროს, მასთან ერთად მოკლული სხვა ოჯახის წევრების სასახლეები თეირანის ქუჩებში ასევე გამოჩნდა, მათ ალი ხამენეის კუბოსთან ერთად ირანის ქუჩებში მიაცილებენ, აეროპორტიდან კი ერაყში გადააფრენენ - სადაც სამგლოვიარო ცერემონია 2 დღის განმავლოვბაში გაგრძელდება. დაკრძალვა უკვე 9 ივლისს. ირანის ქალაქ მაშჰადშია დაგეგმილი,ხამენეის დაბადების ადგილას.
„თავს ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვი, რომელმაც მამა, უფროსი და თავისი მფარველი დაკარგა. ეს ადამიანს ძალიან ამწუხრებს. ღმერთი ყველას დაგვეხმაროს, რომ ეს განსაცდელი გადავიტანოთ“-ამბობს მგლოვიარე მაჰმუდ ხოდაეი.
„დღეს, როდესაც ჩვენი ლიდერის დაკრძალვაზე შევიკრიბეთ, ძალიან მძიმე დღეა. აქ მხოლოდ მის გამოსამშვიდობებლად არ მოვსულვართ - აქ შურის საძიებლად მოვედით. და შურს აუცილებლად ვიძიებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ჩვენი ლიდერის დაკრძალვაზე მოგვიწევდა დასწრება“- აღნიშნა მგლოვიაე, ფატიმა ჰასანი.
ეროვნული გლოვა 6 დღეა მიმდინარეობს და მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. უკვე შედგა სამძიმრის ოფიციალური ნაწილი,რომელსაც 30 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო, ალი ხამენეის პატივი მიაგეს რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანის, თურქეთის. იყვნენ კავკასიური ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები, თეირანს სამძიმარზე მიწვევა არცერთი დასავლური ქვეყნისთვის არ გაუგზავნია. მათი მხარდაწრრის გამო აშშ-ისა და ისრაელის მიმართ. ეს მაშინ,როდესაც მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ევროპელებს თავად დონალდ ტრამპი აკრიტიკებს.
