კატეგორიები

2036 წლისთვის 35 წელს გადაცილებულ 80 მილიონ ქალს უნაყოფობის პრობლემა შეექმნება

2036 წლისთვის 35 წელს გადაცილებულ 80 მილიონ ქალს უნაყოფობის პრობლემა შეექმნება
ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა უნაყოფობის შემთხვევები, განსაკუთრებით კი 35-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში.

კვლევის მიხედვით,  2036 წლისთვის 35-39 წლის ასაკის დაახლოებით 80 მილიონ ქალს შეექმნება ეს პრობლემა, რაც მკვეთრი ზრდაა 2023 წელთან შედარებით, როცა 53 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი ძირითადად კვერცხუჯრედების მარაგისა და განაყოფიერების უნარის ასაკობრივი შემცირებაა, რაც ასუსტებს ნაყოფიერებას, ზრდის მუცლის მოშლის საფრთხეს და ამცირებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წარმატების მაჩვენებლებს.

უახლესი კვლევების მონაცემების საფუძველზე ჩინელმა მკველევრებმა დაადგინეს, რომ უნაყოფობა ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში გახშირდა.

საშუალო შემოსავლის მქონე და სწრაფად განვითარებად ქვეყნებში უნაყოფობა უფრო ხშირია, რადგან ერთდროულად რამდენიმე სოციალური და დემოგრაფიული ცვლილება მიმდინარეობს.

ადამიანები ქორწინდებიან და მოგვიანებით ცდილობენ შვილების გაჩენას. თუმცა, ამ გარემოებების უმეტესობაში უნაყოფობის ტესტები და მკურნალობა ძვირი, შეზღუდული ან რთულია.

 ამასთან, უნაყოფობა მხოლოდ ქალების პრობლემა არ არის. დადგენილია, რომ მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეექვსე ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იტანჯება უნაყოფობით და მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის წყვილების 8-12%-ს ექმნება ეს პრობლემა.

დაკავშირებული ამბები
2036 წლისთვის 35 წელს გადაცილებულ 80 მილიონ ქალს უნაყოფობის პრობლემა შეექმნება აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა NATO-ს სამიტის ფარგლებში