უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, პოლკოვნიკ იური იგნატის თქმით, 6 ივლისის ღამით უკრაინულ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 29-დან ვერც ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის გადაჭერა ვერ შეძლეს, რაც, მისივე სიტყვებით, „მსუბუქად რომ ითქვას, წარუმატებელი შედეგია“.
მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა მოწინააღმდეგის რამდენიმე დრონის განეიტრალება, უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა - კიევს არ აქვს რუსულ ბალისტიკურ რაკეტებთან გამკლავების ეფექტური საშუალება, რადგან მნიშვნელოვან პრობლემას ომში მყოფი ქვეყანა შესაბამისი შეიარაღების მიწოდების ჯაჭვში ეჩეხება.
იური იგნატის განმარტებით, მოსკოვისთვის ცნობილია კიევის ამ „სუსტი წერტილის“ შესახებ და იდეალურად იყენებს ასეთ შესაძლებლობას.
გასულ კვირაში კიევზე განხორციელებული მასირებული თავდასხმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეულწილად უსაყვედურა საერთაშორისო პარტნიორებს, მეტწილად კი ვაშინგტონს „უკრაინის პრიორიტეტული სიის“ პროგრამით გათვალისწინებული შეიარაღების ნელი ტემპით გადაცემის გამო.
მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი ანკარაში, ნატოს სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი იქნება.
