კატეგორიები

„ტექნოლოგია ისეთი ტემპით ინერგება, რომ ამ პროცესს ვერც მარეგულირებლები, ვერც საზოგადოება და ვერც თავად მისი შემქმნელები ვეღარ ეწევიან” - ანტონიუ გუტერეში

„ტექნოლოგია ისეთი ტემპით ინერგება, რომ ამ პროცესს ვერც მარეგულირებლები, ვერც საზოგადოება და ვერც თავად მისი შემქმნელები ვეღარ ეწევიან” - ანტონიუ გუტერეში
აჩქარებული ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი, საზოგადოების წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. ანტონიუ გუტერეშის თქმით აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპებს მისი რეგულაციების ტემპები ვერ ეწევა, რაც კაცობრიობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ამის შესახებ გენ-მდივანმა ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ გლობალური დიალოგისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც გაეროს ეგიდით ჟენევაში მიმდინარეობს და თავის მხრივ სამთავრობო დონის პირველ ამგვარ კონფერენციას წარმოადგენს ისტორიაში.

ხელოვნური ინტელექტის მიერ მოტანილი ზიანის შემცირება და წესების დამკვიდრება ის მთავარი ამოცანებია,რომელსაც დიალოგი ისახავს მიზნად.

„ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ვხედავთ, რომ ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას ეკონომიკა, ძირეულად შეცვალოს შრომის ბაზარი, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე და შეცვალოს უსაფრთხოების ძალთა ბალანსი, ისეთი ტემპით ინერგება, რომ ამ პროცესს ვერც მარეგულირებლები, ვერც საზოგადოება და ვერც თავად მისი შემქმნელები ვეღარ ეწევიან. პრაქტიკულად, ჩვენs საზოგადოებებზე მასშტაბური ექსპერიმენტი მიმდინარეობს, მკაფიო გეგმისა და საზოგადოების თანხმობის გარეშე. ეს მიუღებელია.ზოგი მიიჩნევს, რომ რეგულირება ინოვაციის მტერია. მაგრამ ინოვაციას მკაფიო წესები და პასუხისმგებლობის ჩარჩოები სჭირდება. ტექნოლოგიებმა, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად ვენდობით, ავიაციაში, მედიცინაში, ბირთვულ ენერგეტიკასა თუ სხვა სფეროებში  ეს ნდობა იმიტომ მოიპოვეს, რომ მათი შემქმნელები პასუხისმგებელნი გახდნენ საზოგადოების წინაშე. თუ ხელოვნური ინტელექტი ძლევამოსილი უნდა იყოს, მას ეფექტიანი მმართველობა სჭირდება. თუ მან საზოგადოების ნდობა უნდა მოიპოვოს, მისი შემქმნელები ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ. თუ ხელოვნური ინტელექტი გლობალური უნდა იყოს, ის სამართლიანობის პრინციპებზე უნდა დაფუძნდეს. და თუ იგი მომავალს უნდა ემსახურებოდეს, თავადვე არ უნდა შთანთქოს ის“-აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

გაეროს გლობალური დიალოგი ხელოვნური ინტელექტის გარშემო  არ ემსახურება კონკრეტული ხელშეკრულებების შემუშავებას, არამედ წარმოაგდენს პლათფორმას, სადაც შესაძლებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე არსებული გამოწვევების განხილვა, რაც საზოგადოების ყოველდღიურობად იქცა. განსაკუთრებული აქცენტი კი ბავშვებსა და მოზარდებზე კეთდება, რომელთა ტექნოლოგიური დამოკიდებულებების ფონზე მთავრობები სულ უფრო მეტი რეგულაციისა და აკრძალვის ინიციატივით გამოდიან, რომლის ეფექტურობაც ჯერ არავის შეუსწავლა.

თუმცა თავად კონფერენციის დელეგატები გაეროს მხარდაჭერით შექმნილ დამოუკიდებელ სამეცნიერო  ანგარიშს განიხილავენ, რომელიც 40-მა ექსპერტმა მოამზადა. მომავალი წლისთვის დაგეგმილია უფრო ყოვლისმომცველი ანგარიშიც, რომელიც  უკვე ნიუ-იორკში დგეგმილ რიგით მეორე გლობალურ შეხვედრისთვის მომზადდება.

დაკავშირებული ამბები
„ტექნოლოგია ისეთი ტემპით ინერგება, რომ ამ პროცესს ვერც მარეგულირებლები, ვერც საზოგადოება და ვერც თავად მისი შემქმნელები ვეღარ ეწევიან” - ანტონიუ გუტერეში „საჭიროა შემაკავებელი ორდერი“ - დონალდ ტრამპი ჯორჯა მელონიზე