რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო და საჰაერო ძალებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ცინდაოში მიმდინარეობს და წყლის გარდა, საჰაერო ელემენტ მოიცავს. ვიდეომასალა წვრთნების შესახებ ჩინურმა ტელეარხებმა გაასაჯაროვეს.
ჩინეთის თავდაცვის უწყებაში კი მალევე განაცხადეს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ორივე მხარე წყნარი ოკეანის რელევანტურ მონაკვეთებში გადაინაცვლებენ, სადაც ერთობლივ პატრულირებას ჩაატარებენ. მოსკოვი ტრადიციული კომენტარით შემოიფარგლნენ.
„ჩვენი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩინეთთან ერთად, არ არის მიმართული ვინმეს მიმართ, რეგიონის არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ ის მიმართული არ არის. საკითხზე მსჯელობისას ყველა სწორედ ამას უნდა დაეყრდნოს. პირიქით, ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულიებით თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს პროგნოზირებადობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“ -აღნიშნავენ კრემლში.
წვრთნები სახელწოდებით „ერთობლივი ზღვა 2026“ ორ ქვეყანას შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ნაწილია, რაც ყოველწლიურ ერთობლივ ღონისძიებებში გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით. ოფიციალურ მიზნად პეკინი და მოსკოვი უსაფრთხოებითი გამოწვევების გადაჭრასა და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ასახელებენ.
გარდა საჯარო წვრთნებისა, როიტერის ცნობით გასულ წელს რუსეთმა და ჩინეთმა საიდუმლო წვრთნებიც ჩაატარეს, რომელიც „ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბიოლოგიურ თავდაცვას“ უკავშირდებოდა. მასში ორი ქვეყნიდან უმაღლესი რანგის გენერლები მონაწილეობდნენ. თუმცა დედაქალაქებმა ასეთი ფაქტი უარყვეს.
