კატეგორიები

OPEC+ ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდა

OPEC+ ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდა
OPEC+-ის შვიდი მწარმოებლისგან შემდგარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მომავალ თვეში წარმოებას ჯამში დღეში 188,000 ბარელით გაზრდიან. ეს მიზნობრივი ზრდაა მას შემდეგ, რაც ირანში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი ომამდელ არსებულ ნიშნულს უბრუნდება.

ეს ზედიზედ უკვე მეხუთე თვეა, რაც ალიანსის წევრები ნავთობის მოპოვების შესახებ თანხმდებიან.

ვირტუალურ შეხვედრაზე გადაწყვეტილებას იღებდნენ საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, ქუვეითი, ყაზახეთი, ალჟირი და ომანიც. ამით ამავე ქვეყნების მიერ 2023 წელს გამოცხადებული ნებაყოფლობითი შემცირება თანდათანობით უქმდება.

სრუტეში ნელ-ნელა უკვე მიმდინარეობს კომერციული მოძრაობის აღდგენა. სრუტეში ომამდე მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, თუმცა ის კონფლიქტამდელ დონესთან შედარებით ისევ გაცილებით დაბალია. ამასთან, თეირანმა მხოლოდ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი დამტკიცებული მარშრუტებიდან გადახვევის შემთხვევაში მძიმე შედეგი დადგება.

ომის დროს ხშირად ალიანსის ყოველთვიური ზრდა ძირითადად ქაღალდზე ისახებოდა.

სრუტის ფაქტობრივად დახურვის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის მწარმოებლები იძულებული გახდნენ, შეემცირებინათ ფაქტობრივი წარმოება, რადგან გროვდებოდა  გაუყიდავი ბარელები და რეგიონული საწყობები ვეღარ იტევდა ნავთობის მარაგს, რის გამოც რეალური წარმოება ჯგუფის მიერ გამოცხადებულ კვოტებზე გაცილებით დაბალი იყო.

ეტაპობრივი გახსნა ბაზარზე ამ ჭარბ ნავთობს ათავისუფლებს, იზრდება  ზეწოლაც ფასზე, რომელიც გაცილებით მეტია ოფიციალურ ზრდაზე. თუმცა, ომამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებასა და აღდგენას დრო დასჭირდება.

დაკავშირებული ამბები
OPEC+ ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდა კულტურა და კინო საბერძნეთის ეკონომიკის მთავარი საყრდენი ხდება