მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ქვეყნის პრეზიდენტსი, ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან გადყენებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარადგინა, აწ უკვე ოპოზიციურმა ფიდესმა მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქცია ხუთშაბასთსაა დაგეგმილი.
მადიარი, რომელმაც აპრილში გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, მისი წინამორბედის მიერ დაშნიშული შუიოკის პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორებას აქტიურად ითხოვს და მას „ორბანის მარიონეტს“ უწოდებს.
მადიარის მიერ შაბათს პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ „რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციაში შესწორების ძალაში შესვლის მომდევნო დღეს შეწყდება“
მმართველ პარტია ტისას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რის გამოც ცვლილებების მიღება, სავარაუდოდ, არ გაუჭირდება. უნგრეთის პარლამენტიდან წყაროების ინფორმაციით, კენჭისყრა შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის 70 წლამდე განსაზღვრის გზით. და ამასთან, პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ვადას 12 წლით ზღუდავს.
პრეზიდენტი შუიოკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და რომ მადიარის ინიციატივა დემოკრატიისთვის საფრთხეა.
მადიარი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამომრჩეველს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არაერთხელ დაჰპირდა. მისი განმარტებით, შუიოკმა კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა და ორბანის მმართველობის პერიოდში ოპოზიციის მხარდამჭერები არ დაიცვა.
ფიდესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაყენება ტირანიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და შუიოკის მხარდასაჭერად ხუთშაბათს საპროტესტო აქცია დააანონსა.
„ტისა ყველა ადამიანურ, მორალურ და სამართლებრი ზღვარს სცდება,“ - განაცხადა უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
გასულ კვირას უნგრეთს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია. დელეგაცია პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა დასკვნები ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს აკვირდებიან.
