კატეგორიები

ლე პენის შემსუბუქებული განაჩენი და ეჭვქვეშ დაყენებული პრეზიდენტობის ამბიცია

ლე პენის შემსუბუქებული განაჩენი და ეჭვქვეშ დაყენებული პრეზიდენტობის ამბიცია
პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენის საპრეზიდენტო ამბიციები ეჭვქვეშ დააყენა.

ზედა ინსტანციის მართლმსაჯულების ორგანომ ფრანგი პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო კანონმდებლობის დარღვევასა და ევროკავშირის სახსრების პარტიული მიზნებისთვის გაფლანგვაში, თუმცა სასჯელის ზომა შეუმსუბუქა - ლე პენს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს, თუმცა მას აღარ აქვს აკრძალული სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით. ეს ვადა 45 თვემდე შემცირდა, საიდანაც ორი მესამედი პირობითია.

სააპელაციო სარჩელით, რომლის თანაავტორია საქმეზე ბრალდებული კიდევ 10 პირი, მარინ ლე პენი მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც ის ამ საქმეზე დამნაშავედ ცნეს, სასჯელის სახედ კი მას განესაზღვრა ჯარიმა 100 000 ევროს ოდენობით, აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით, ასევე შეეფარდა 4-წლიანი პატიმრობა, საიდანაც 2 წელი შინაპატიმრობას გულისხმობს.

ლე პენისთვის პრაქტიკულად შეწყვეტილი აქტიური პოლიტიკური გზის მიუხედავად, ეს ახალი შესაძლებლობაა ჟორდან ბარდელასთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ახლა უკვე ოფიციალურად იქნება ელისეს სასახლის ლიდერობის კანდიდატი, მით უმეტეს, როცა გასულ თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ის გამოკითხულთა 35-37%-ის სიმპათიას იმსახურებს.

ახლახან მარინ ლე პენი დაპირდა ბარდელას „დიდი ენერგიით, განსაკუთრებული თავდაჯერებულობითა და რწმენით“ „ყოველდღიურ“ მხარდაჭერას, თუმცა, ამავდროულად, პარტია „ეროვნული ერთობა“ ბალანსის დაჭერას ცდილობს - თან ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსის წინ წამოწევას და თან ლე პენის ჩრდილში მოქცევის თავიდან არიდებას.

დაკავშირებული ამბები
ლე პენის შემსუბუქებული განაჩენი და ეჭვქვეშ დაყენებული პრეზიდენტობის ამბიცია საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრები მძვინვარებს