კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს,  ელოდებათ Rolling Stones-ის 25-ე ალბომი, დიდ ეკრანებზე კი დემონური დრამა  „ბოროტი მკვდრები“ ('Evil Dead Burn' ) -  აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

ზაფხული ზოგჯერ მდორედ მიედინება, მაგრამ მიმდინარე კვირის კულტურული კალენდარი ნამდვილად არ უჩივის დინამიკას. ამ დღეებში ნებისმიერი იპოვის თავის მოსაწონ გასართობს, იქნება ეს სულის ჭრილობების მოშუშებაზე გათვლილი გამოფენები, დემონური ავსულებით სავსე საშინელებათა ჟანრის ფილმები თუ ლეგენდარული როკვარსკვლავების მუსიკა.

ჩვენი მოკლე რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები

ლონდობის მუზეუმის Wellcome Collection-ის საგამოფენო სივრცე 9 ივლისიდან მომავალი წლის 7 თებერვლამდე უმასპინძლებს ხელოვანების ოდრი ამისისა და რუდი ლოევეს  გამოფენას, სახელწოდებით „უკეთესი ჯანმრთელობა“ („Better health“).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება ფსიქიკური აშლილობით. მიუხედავად ამისა, უმეტესობას უჭირს სათანადო დახმარების მიღება. მათი განკურნებისკენ მიმავალი გზა სავსეა დაბრკოლებებით, მათ შორის ხშირია სტიგმები და უსახსრობა. ორი ბრიტანელი ხელოვანი თავის ნამუშევრებში სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრების წარმოჩენას ცდილობს, რომელიც შავ-თეთრ ფერებში მიედინება. ისინი თავიანთი უფლებების დაცვას ითხოვენ. აწ გარდაცვლილი მხატვარი ოდრი ამისი სწორედ ხელოვნებით ცდილობდა ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ პალატაში გატარებული დღეების შემსუბუქებას. ფერადკანიანი არაბინარული  რუდი ლოევე კი იმ პრობლემებს აღწერს, რომლებსაც ფერადკანიანი პაციენტი აწყდება თანამედროვე სამყაროში.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის კლასიკურ ნოველას „პატარა უფლსიწულს“ წელს 80 წელი უსრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად პარიზში Atelier des Lumières-ის საგამოფენო სივრცე 13 სექტემბრამდე უმასპინძლებს გამოფენას „პატარა უფლისწული - ციფრული ოდისეა“ (The Little Prince: The Immersive Odyssey), რომლის ფარგლებშიც ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, ფაქტობრივად, ცოცხლდება ეს შესანიშნავი ნაწარმოები. გამოფენა ზღაპრულ თავგადასავალს სთავაზობს როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს.

ნორვეგიაში „მუნკის მუზეუმში“ მიმდინარეობს პაულა რეგუს გამოფენა „პაულა რეგუ - ცეკვა ეკალბარდებში“ ('Paula Rego - Dance Among Thorns'), რომელზეც უნდა იჩქაროთ, რადგან 2 აგვისტოს მთავდრება.

ფილმები

 10 ივლისს დიდ ეკრანებზე გამოვა საშინელებათა ჟანრის კიდევ ერთი ფილმი „ბოროტი მკვდრები  -  ჯოჯოხეთი“  („Evil Dead Burn“), რომელიც სემ რეიმის ლეგენდარული ფრანჩიზის „გაბოროტებული მკვდრების“ კიდევ ერთი თავია.  ფილმის სიუჟეტი ოჯახური თავყრილობის ირგვლივ ვითარდება, რომელიც დემონურ პროცესში გადაიზრდება.  სებასტიენ ვანიჩეკის  სცენარითა და რეჟისორობით შექმნილი ეს ფილმი 2023 წლის „ბოროტი მკვდრების აღზევების“ („Evil Dead Rise“) გაგრძელება და განახლებული სერიის მესამე ნაწილია. წინამორბედების მსგავსად, ეს ფილმიც სულიერი ტრავმის თემას უკიდურესად მძაფრი და დაუნდობელი სისხლიანი სცენების მეშვეობით წარმოაჩენს.

10 ივლისს კარგად ნაცნობი გმირები კიდევ ერთი ფილმით დაბრუნდებიან ევროპის კინოთეატრებში - ეს არის ფილმი „მოანა“, რომელიც დისნეის მულტფილმის „მოანას“ სიუჟეტის მიხედვით შექმნილი  ფილმია.

ტელესერიალები

პლატფორმა Netflix**-ზე 9 ივლისს დაიწყება სერიალი „პატარა სახლი პრერიებში“ (Little House on the Prairie), რომელიც ლორა ინგელს უილდერის ამავე სახელწოდების წიგნების მიხედვითაა გადაღებული და მე-19 საუკუნის ამერიკელი ახალმოსახლე ოჯახის ცხოვრებას ასახავს ახალ გარემოში.**

9 ივლისს Sky Atlantic-ზე დაიწყება ტელესერიალი „ხუთვარსკვლავიანი უქმეები“ (The Five Star Weekend), რომელიც ამერიკელი მწერლის ელინ ჰილდერბრანდის  2023 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. სიუჟეტი ვითარდება ორი მეგობრის შეხვედრის ირგვლივ. ისინი გასვენების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ტელესერიალში მთავარ როლებს ასრულებენ ჯენიფერ გარნერი და ქლოი სევინი ასრულებენ.

მუსიკა

წელს 60-იანების სუპერვარსკვლავების დაბრუნების წელია! პოლ მაკარტნის ნოსტალგიური სტუდიური ალბომის 'The Boys of Dungeon Lane'-ის შემდეგ The Rolling Stones-ების დრო დადგა. 10 ივლისს გამოდის ამ ბენდის 25-ე სტუდიური ალბომი „Foreign Tongues, რომელიც რეტრო სტილსაც სთავაზობს მუსიკის მოყვარულებს და იმ სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის გავლენასაც წარმოაჩენს, რომელიც ბენდმა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში განიცადა.

**10 ივლისს ასევე დღის სინათლეს იხილავს ამერიკელი მომღერლის კელელას  ახალი ალბომი „**New Avatar“, რომელიც რიტმ-ენდ-ბლუზისა და გრანჟის მუსიკალური ჟანრების მიქსია და არაფერი აქვს საერთო ჯეიმზ კამერონის ფილმთან „ავატარი“. 

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი 

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში