კატეგორიები

აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წელი და დონალდ ტრამპის „ამერიკული ოცნების დაბრუნება“

აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წელი და დონალდ ტრამპის „ამერიკული ოცნების დაბრუნება“
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 4 ივლისი აღნიშნა. დამოუკიდებლობის 250 წლის შესრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ეროვნული ხეივნის ტერიტორიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და გაამოუხდადან, რომ „ამერიკული ოცნება დაბრუნდა“ და რომ იგი ახლა „უფრო ძლიერი, დიდი და ნათელია, ვიდრე ოდესმე“.

მან მოკლედ ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციებზეც ისაუბრა - ახსენა ვენესუელა, რადაც იანვარში ამერიკის შეერთებულმა ძალებმა ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დააკავა, და ირანი, რომელთან ომშიც, დონალდ ტრამპის თქმით, თეირანის სამხედრო ძალები „განადგურდა“.

„ჩვენი აღზევება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოდ ისტორიული შემთხვევითობა არ ყოფილა. ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადისას ჩვენი სამხედრო ძალები აღვადგინეთ. ისინი ცოტათი გამოვიყენეთ - უნდა ვამბობდე, მესამე ვადაში-მეთქი, მაგრამა სე არ მოვიცევი, რადგან პოლემიკა არ მინდა. თუმცა ჩვენ ის გამოვიყენეთ და უზარმაზარ წარმატებას მივაღწიეთ. შეხედეთ ვენესუელას, შეხედეთ ირანს -  გავანადგურეთ, მათი სამხედრო ძალები გავანადგურეთ“.

დღეს დილით, ამერიკის 250-ე დაბადების დღეზე, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის თავზე ახალი დროშა აღიმართა. და ამ საღამოს მას  წარმოგიდგენთ, როგორც დროშას, რომლსაც მალე ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დაბრუნებისას აღმართავენ“

დონალდ ტრამპმა „კომუნისტების“ მისამართით კრიტიკაც განაახლა. ასე იგი ხშირად შიდაპოლიტიკურ ოპონენტებს მოიხსენიებს.

„ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა ბრძოლის ველზე კომუნიზმის წინააღმდეგ იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ ეს საფრთხე კვლავ აქ, ამერიკაში დაბრუნებულიყო,“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

„მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში სიტყვისა და რელიიგიის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მე არც ისე კარგად მომექცნენ. თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ. და ასევე, იარაღის ფლობისა და ტარების უფლება. პრეზიდენტად ყოფნის თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, კონსტიტუციის მეორე შესწორებას ძალიან მტკიცედ ვიცავდი. მისთვის არაფერი დაუშავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ ყოფილა. ჩვენ მას ძალიან მტკიცედ და დიდი სიფრთხილით ვიცავთ. თაობების განმავლობაში ამერიკელები იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ არა მხოლოდ იმისთვის რომ ეს უფლებები დაეცვათ, არამედ იმისთვისაც, რომ ისინი ყველა რასის, რელიგიის, კანის ფერისა და აღმსარებლობის მქონე მოქალქეებამდე მიეტანათ. რადგან ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ოჯახი ვართ ერთი დროშით. ეს თქვენ ამ საღამოსაც აჩვენეთ. და როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია გვეუბნება, ჩვენ ყველანი ერთი ყოვლისშემძლე ღმერთის ხატად ვართ შექმნილნი. კომუნისტი კი ამას არასოდეს იტყვის. ეს ნამდვილად ასეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, რომელიც ქარიშხლის გამო ცოტა ხნით გადაიდო, ვაშინგტონის ცაზე ფოიერვერკი გამოჩნდა.

ამერიკის შეერთებული შტატებს 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით მილოცვები მსოფლიოს ლიდერებმა, პოლიტიკოსებმა და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებმა გაუგზავნეს. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წელი და დონალდ ტრამპის „ამერიკული ოცნების დაბრუნება“ შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის დეფიციტი გამოიწვიეს