კატეგორიები

შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის დეფიციტი გამოიწვიეს

შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის დეფიციტი გამოიწვიეს

აშშ-ის ქალაქ ბოსტონში ბარებსა და რესტორნებში ლუდის ნაკლებობის პრობლემა გაჩნდა. სტუმართმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით ქალაქში ლუდის, განსაკუთრებით შოტლანდიური ლუდის დეფიციტია, რაც ბოსტონში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულმა შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა გმაოიწვიეს.

ბოსტონის ერთ-ერთი ბარის მენეჯერი რობერტ ფუსიეკი ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოემზადა, თუმცა ლუდზე მოთხოვნის ასეთი მასშტაბებისთვის მზად არ იყო.

„რეალურად, არ ვიცოდით, როგორი მოლოდინები უნდა გვქონოდა. ვფიქრობდით, რომ ცოტა უფრო დატვირთული ვიქნებოდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ჩამოვიდნენ, რეკორდული დღეები გვქონდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი კონტროლირებადი ქაოსია. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. როგორც ჩანს, მათი მთავარი მისია ჩვენი ლუდის მარაგების მთლიანად ამოწურვაა. ჩვენ ასევე ვამზადებთ მუსიკების სიას, რომლებზეც მათი საყვარელი შეძახილებია დაფუძნებული. მათი საყვარელი სიმღერებით და 90-იანი წლების ევროპული დისკოს ჰიტებით. ეს სიმღერები მთელმა პერსონალმა უკვე ზეპირად იცის“, - ამბობს რობერტ ფუსიეკი.

„რაც მათგან ვნახე, არის ენთუზიაზმი, გულუხვობა, მადლიერება და წყურვილი. ამ კვირაში განსხვავებულად რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ ბარში მეტი ლუდი შემოვიტანეთ. სწორედ ამას ვაკეთებთ. სხვადასხვა გზებით, მაგრამ მთავარი ამოცანა ახლა ის არის, რომ ადგილზე მეტი ლუდი გვქონდეს“, - ამბობს კიდევ ერთი ბარის მენეჯერი, სემ ლებლანკი.

ბოსტონში შოტლანდიური ლუდის დეფიციტის პრობლემა მხოლოდ რამდენიმე ბარს არ ჰქონია. ერთ-ერთი ასეთი ბარის დუბლინერის მფლობელის თქმით, მოთხოვნის მასშტაბის შესახებ იცოდა, შესაბამისად სათანადო ზომები წინასწარ მიიღო. მისი თქმით ისეთი დიდი მოვლენებისთვის, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, სპეციალური მომზადებაა საჭირო.

„ვიცოდით, რა გველოდა. ვიცოდით, რომ შოტლანდიელები აქ მოვიდოდნენ, რადგან ფანზონისასთან ახლოს ვართ. ამიტომ მზად ვიყავით, მარაგებიც შევავსეთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ქალაქში ჯერ კიდევ ერთადერთი ბარი ვართ, სადაც შოტლანდიური ლუდი კვლავ ხელმისაწვდომია. ლუდს Tennents Lager ჰქვია. ქალაქში მისი დიდი დეფიციტია“, - ამბობს The Dubliner-ის მფლობელი, ორან მაკგონაგლი.

სანამ შოტლანდიის ეროვნული ნაკრები მეორე მატჩისთვის ემზადებოდა, აშშ-ში ჩასულ შოტლანდიელ გულშემატკივრებს დრო არ დაუკარგავთ და ნიუ-იორკში ბეისბოლის გუნდის ნიუ-იორკ იანკი თამაშზე მივიდნენ. „ტარტანის არმიამ“ Yankee Stadium-ზე ბეისბოლის მატჩის განმავლობაში შოტლანდიის ნაკრების სიმღერებიც შეასრულა.

შოტლანდიის ნაკრებს კი წინ მესამე გადაწყვეტი შეხვედრა ბრაზილიის წინააღმდეგ ელით. C ჯგუფში, შოტლანდია 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში გასვლის შესანიშნავ შანსს ინარჩუნებს. ისტორიული დაპირისპირება ბრაზილიის წინააღმდეგ 25 ივლისს გაიმართება, ხოლო ამჯერად შოტლანდიის ნაკრებს და მის გულშემატკივრებს მაიამი უმასპინძლებს.

დაკავშირებული ამბები
შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის დეფიციტი გამოიწვიეს „ირანელებმა ტრამპი გააცურეს“ - აცხადებს ჯონ ბოლტონი