კატეგორიები

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრები მძვინვარებს
საფრანგეთში ტყის ხანძრები მძვივარებს. მარსელის ჩრდილოეთით ორ ადგილას გაჩენილი ხანძრიდან მეხანძრეებმა ერთ-ერთის  ლოკალიზება მოახერხეს.

ბუშ-დიუ-რონში  ღამით 260 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ებრძვიან ცეცხლის კერებს.

ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე და ორი სახანძრო თვითმფრინავი.

სამხრეთით, რონიაკში, 40 ჰექატრ მიწის ფართობზე გაჩენილი ხანძრის კერა უკვე ლოკალიზებულია.  

პრემიერ-მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ მარსელში ორგანიზებული სამინისტროთაშორისი კრიზისული ჯგუფის თავმჯდომარე იქნება.

ცეცხლი დასავლეთით , რომელიც ეროსა და ოდის დეპარტამენტებს მოიცავს, 800 ჰექტარი მიწის ფართობს მოედო.

ხანძარი 1 ივლისს შუადღისას ნარბონიდან ჩრდილოეთით დაახლოებით ოცდაათი კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებასთან ახლოს გაჩნდა.

ცეცხლი სწრაფად გადავიდა ოდში. ადგილზე მობილიზებულია ორივე დეპარტამენტის სახანძრო ჯგუფები, სულ 550 ადამიანი.

ოდის პრეფექტურის ცნობით, ამინდის პირობები არასახარბიელოა, რადგან რეგიონში კვლავ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრები მძვინვარებს საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა