კატეგორიები

ევროკავშირის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Google-ის სააპელაციო საჩივარი

ევროკავშირის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Google-ის სააპელაციო საჩივარი
ევროკავშირის სასამართლომ ძალაში დატოვა Google-ის რეკორდული 4.1 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა Android-ის ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებული სავარაუდო ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამო.

ევროკომისიამ აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტს ჯარიმა 2018 წელს დააკისრა, რადგან კომპანიამ ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია ბაზარზე, კერძოდ, მან ტელეფონის მწარმოებლებთან წინასწარი ინსტალაციის შეთანხმება გამოიყენა, რათა უსამართლო უპირატესობა მიენიჭებინა თავისი საძიებო სისტემისა და Chrome-ის ბრაუზერისთვის.

კომპანიას თავდაპირველად 4.3 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, თუმცა ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ 2022 წელს ეს თანხა 4.1 მილიარდ ევრომდე შეამცირა.

Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ Android-ის სისტემამ მეტი არჩევანი შექმნა და არა ნაკლები.

2025 წელს კომისიამ Google-ს ასევე 2.95 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა ანტიმონოპოლიური პრაქტიკის სავარაუდო დარღვევის გამო.

კომისიამ განაცხადა, რომ კომპანიამ სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში კონკურენციას ძირი გამოუთხარა საკუთარი ონლაინრეკლამის ტექნოლოგიური სერვისების უპირატესობით, სარეკლამო ტექნოლოგიების სერვისების კონკურენტი პროვაიდერების, რეკლამის განმთავსებლებისა და ონლაინგამომცემლების საზიანოდ.

დაკავშირებული ამბები
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა ევროკავშირის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Google-ის სააპელაციო საჩივარი