კატეგორიები

ესპანეთის დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრიასთან და 1/8 ფინალის საგზური

ესპანეთის დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრიასთან და 1/8 ფინალის საგზური
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფორმაში შედის. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები პლეი ოფში ჩაება, სადაც 1/16 ფინალში ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა. კალიფორნიაში SoFi-ს სტადიონზე დე ლა ფუენტეს გუნდმა მეტო დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა და თავის გულშემატკივრებს სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზა.

ესპანელი გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრების საქომაგოდ აშშ-ში ვერ წაივდნენ, მოახერხეს, მადრიდის ცენტრში ფანზონაში შეიკრიბნენ, სადაც დიდი ეკრანი იყო დამონტაჟებული. ავსტრიის ნაკრების დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ესპანელ გულშემატკივრებს დაუბრუნდათ რწმენა, რინ „ფურია როხას" მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

„უკვე მერვედფინალში ვართ! ვიცით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და ორშაბათს უფრო ძლიერები და უკეთესები დავბრუნდებით. გაუმარჯოს ესპანეთს!“ - ამბობს ესპანეთის გულშემატკივარი, ტერეზა ფელიპე.

 „SoFi-ს“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ფურია როხა" უპირატესობას ფლობდა თამაშს სრულიად აკონტროლებდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მარკ კუკურელიას პასით მიკელ ოიარზაბალმა გაიტანა. მეორე ტაიმში, უპირატესობა ორამდე პედრო პორომ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ისევ ოიარზაბალმა, კვლავ კუკურელიას საგოლე გადაცემით დააფიქსირა. მიმდინარე მუნდიალზე კი ოიარზაბალმა მეორე დუბლი გაიფორმა და 4 გოლით ბომბარდითა საიაშია. ესპანელმა თავდასხმელმა ნაკრებში იმ 16 მატჩში, რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 17 გოლი გაიტანა. ავსტრიასთან შეხვედრაში „მშრალი სერიის“ რეკორდი დაამყარა ესპანელმა მეკარემ უნაი სიმონმა, თან ისე, რომ „სეივის" გაკეთება არ დასჭირვებია. მას მსოფლიო ჩემპიონატებზე  გოლი უკვე 519 წუთია არ გაუშვია, რითაც ლეგენდარულ იკერ კასილიასაც გადაასწრო და იტალიელი ვალტერ ძენგას ყველა დროის საუკეთესო რეკორდი 2 წუთით გააუმჯობესა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით იმით, რომ გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც სასტუმრო დავტოვეთ, გადაწყვეტილი გვქონდა რომ დალასის საგზური უნდა მოგვეგო და მერვედფინალში გვეთამაშა. ნელ-ნელა, თავს უკეთ ვგრძნობ - საჭიროდ ვიხსნები, დრიბლინგებს ვაკეთებ. მაგრამ პირველ რიგში, გუნდის გამო ვარ ბედნიერი და მინდა გამარჯვება ყველას მივულოცო. ეს ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთესი არაფერია. საბოლოო ჯამში, როდესაც ბავშვი ფეხბურთის თამაშზე ოცნებობს, ის ოცნებობს ეროვნულ ნაკრებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე. და აი, მეც აქ ვარ. ახლა კონცენტრირებული ვარ მომდევნო ეტაპზე გასვლასა და ესპანეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ოცნების ასრულებაზე“, - ამბობს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, ლამინ იამალი.

ესპანეთი 1/8 ფინალისთვის დალასში გაემგზავრება სადაც მისი მეტოქე მეზობელი პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც დრამატულ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრები 2-1 დაამარცხა.  პირენეს ნახევარკუნძულური 1/8 ფინალური დაპირისპირება კი 6 ივლისს გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრიასთან და 1/8 ფინალის საგზური მასპინძელი მექსიკის ნაკრები 1/8 ფინალშია.