კატეგორიები

მასპინძელი მექსიკის ნაკრები 1/8 ფინალშია.

მასპინძელი მექსიკის ნაკრები 1/8 ფინალშია.
ლეგენდარულ აცტეკაზე შეკრებილ მექსიკელ გულშემატკივარს ელ ტრიმ შესანიშნავი სანახაობა აჩუქა, ეკვადორს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

2026 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი შესანიშნავ ფორმაშია. ელ ტრიმ 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო და მიმდინარე მსოფლიოზე გოლი ჯერ არ გაუშვია. თავად კი 8 გოლის გატანა შეძლეს. გამარჯვების შემდეფ მექსიკელი გულშემატკივრების მეხიკოს ქუჩებში გამოვიდნენ და გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ.

„წარმოუდგენელია. მექსიკამ პირველ ტაიმში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. შემდეგ კი აუღებელ კედლად გადაიქცა. 4 შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო დაცვა გვყავს. ჩვენ წინ მივიწევთ! იქნებ მსოფლიო ჩემპიონებიც გავხდეთ?” - ამბობს მექსიკის გულშემატკივარი, ანდრეს დომიტი.

შეხვედრაში, რომელიც უამინდობის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, ანგარიში ხულიან ქინიონესმა უძლიერესი დარტყმით გახსნა. ეს მისთვის მიმდინარე მუნდიალზე მესამე გოლია. ასევე ლამაზი დარტყმით ეკვადორის კარი რაულ ხიმენესმა აიღო და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„კარიერაში რამდენიმე კარგი გამარჯვება მქონია, მაგრამ ისეთი არცერთი, როგორიც დღეს. საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან ერთად მოვიგეთ და გააკეთე ის, რასაც ჩვენგან ელოდნენ. ჩვენ ყველაფერი გავიღეთ. ხალხი ამას ნამდვილად აფასებს. ვიცი, რომ წინა მატჩისას ტაიმებს შორის უკმაყოფილება იყო. მე შეცდომებს პირველი ვაღიარებ. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. შესაძლოა, იმ მომენტში ეს რეაქცია დამსახურებულიც იყო. მაგრამ დღევანდელი ღამე იდეალური გამოვიდა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე თავად ვიყავი იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც მექსიკასთან ერთად მეხუთე მატჩამდე ვერ მიაღწიეს. ეს სამხრეთ აფრიკაში და კორეაშიც გამოვცადე. ჯგუფურ ეტაპს კარგად ატარებ და შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებზეც ახლა არ ვისაუბრებ, მათ შორის ჩემი სერიოზული შეცდომების გამოც, ჩემპიონატს ტოვებ. ეს ძალიან მტკივნეულია. ვფიქრობ იმ კავშირმა, რომელიც გულშემატკივრებთან გვაქვს დამატებითი ძალა და სტიმული მოგვცა“, - ამბობს აშშ-ის მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით მექსიკის ნაკრები პლეი ოფის შეხვედრებს საკუთარ მოედანზე ატარებს. შესაბამისად 1/8 ფინალურ დაპირისპირებას კვლავ ლეგენდარულ აცტეკაზე გამართავს. მისი მეტოქე კი აშშ-ში ატლანტაში გასამართ შეხვედრაში გაირკვევა, სადაც ინგლისის ნაკრები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება.

დაკავშირებული ამბები
მასპინძელი მექსიკის ნაკრები 1/8 ფინალშია. ვიკინგები მერვედფინალისკენ „მიცურავენ“: ნორვეგიამ კოტ დ'ივუარი 2-1 დაამარცხა