კატეგორიები

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის „ცალმხრივი“ ურთიერთობის გაგრძელება NATO-სთან „სასაცილოა“

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის „ცალმხრივი“ ურთიერთობის გაგრძელება NATO-სთან „სასაცილოა“
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის NATO-სთან არსებული ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება დაცინვაა - აცხადებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თანახ ანკარაში ალიანსის სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე.

„ისინი ჩვენს გვერდით არ იდგნენ!!!“ - წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი Truth Social-ზე და მიანიშნებს, რომ ვაშინგტონის ურთიერთობას NATO-სთან ორმხრივი სარგებლის მომტანი არ არის.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა მის სოციალურ პლატფორმაზე ისიც დაწერა, რომ NATO-ზე ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფო, თუმცა მოკავშირეების დასაცავად გაწეული ხარჯების სანაცვლოდ თავად არაფერს იღებს.

მანვე განაცხადა, რომ ამ ხარჯებმა 2014-2025 წლებში ვაშინგტონისთვის 999 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„გაერთიანებული სამეფო - 90.5 მილიარდი დოლარი, საფრანგეთი - 66.5 მილიარდი დოლარი, იტალია - 48.8 მილიარდი დოლარი, პოლონეთი - 44.3 მილიარდი დოლარი. სხვების დანახარჯები კი, გერმანიის ჩათვლით, ბევრად დაბალია“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის ომთან დაკავშირებით მათი პოზიციების გამო ევროპელ მოკავშირეებს გამუდმებით აკრიტიკებს.

ამასთან, იგი ამტკიცებს, რომ სურს საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა ევროპამ თავადვე აიღოს. ვაშინგტონმა ამისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს და ამ საქმეში საკუთარ ვალდებულებებს ამცირებს.

ტრამპის ზეწოლის ფონზე, გასულ წელს NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდიან.

NATO-ს მომავალი სამიტი, რომელიც 32 წევრ სახელმწიფოს გააერთიანებს, 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
ახალი კვლევის მიხედვით, ყავა ღვიძლის დაავადებებსა და სიკვდილიანობის რისკებს ამცირებს ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა ივლისსა და აგვისტოში შესვლა-გასვლის სისტემის შეჩერება მოითხოვეს