ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ესპანეთში ივნისის თვეში მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი სიცხის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ამინდის მონაცემების აღიცხვა დაიწყო, წელს მეორე ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა.
ივნისის ამ კვირაში სითბური ტალღის დროს გარდაცვალების 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ამ შემთხვევების აღრიცხვა დაიწყო.
1950 წლის შემდეგ წელს 22 და 23 ივნისი ესპანეთში ივნისის ყველაზე ცხელი დღეები იყო.
გარდა იმისა, რომ სითბური ტალღა უფერო ხშირი და ინტენსიური გახდა, ის ბევრად ადრე ჩნდება, რაც, თავის მხრივ, ზაფხულსაც ახანგრძლივებს.
ექსპერტები ამ მოვლენას გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რაც ძირითადად წიაღისეული საწვავის გამოყენებითა და სათბურის აირების გამოყოფით არის გამოწვეული.
