ესპანეთში კორუფციული სკანდალი გრძელდება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ძმა, დავიდ სანჩესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დაადანაშაულეს და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 9 წლით აუკრძალეს. ის 2017 წლიდან ბადახოსის პროვინციაში კულტურის მიმართულებით არსებულ მაღალ თანამდებვობას იკავებდა, კერძოდ, ამ რეგიონში მუსიკალური კონსერვატორიების ზედამხედველობა ევალებოდა.
ბადახოსის სასამართლო ადგენს, რომ ეს თანამდებობა შეიქმნა არა საზოგადოების საჭიროებებიდან, არამედ დავიდ სანჩესის პირადი ინტერესებისა და მთავრობასთან მისი სიახლოვიდან გამომდინარე. დავიდ სანჩეს გავლენებით ვაჭრობასაც ედავებიან, მიუხედავად მძიმე მუხლებისა, ესპანეთის მთავრობა მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
„ჩვენ გვაქვს ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გვჯერა, რომ ზემდგომ სასამართლოებში დავით სანჩესის უდანაშაულობა დადასტურდება, რასაც ჩვენ თავადაც ვუჭერთ მხარს“- აღნიშნა ესპანეთის მთავრობის სპიკერმა,ელმა საისმა.
14 ივლის ესპანური სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს განაჩენი დამატებითი მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ოჯახის იტგვლივ არსებულ კორუფციულ სკანდალში. ბოლო წლებში სანჩესის მთავრობის ახლო გარემოცვა არაერთი გამოძიების წინაშე დადგა. მის თანაშემწეს გასულ თვეს თავისუფლების 24 წლით აღკვეთაც კი შეეფარდა.
თავად მთავრობის მეთაური ბრალდებებს უარყოფს,მათ შორის მასთან კავშირების გამო ძმის გამოგონილ თანამდებობაზე დანიშვნის საქმეზეც. ამ ყველაფერს ის პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიად აფასებს, რომელლის უკანაც სოციალისტი პრემიერი ულტრა მემარჯვენე ფრტას ხედავს.
