ტეხასში, 105-ათასიან AT&T Stadium-ზე 1/16-ფინალურ მატჩში ერთმანეთს აფრიკული კოტ დ'ივუარი და ევროპული ნორვეგია დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ნორვეგიის ნაკრებმა მოიპოვა და პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრა ვიკინგების გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
„ეს მართლაც შესანიშნავი გამოცდილება იყო. ყოველთვის მინდოდა ჰაალანდის ცოცხლად ნახვა. ვიცი, რომ ის ძალიან დიდი ფეხბურთელია და აქ მისი ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო. ეს გიჟური მატჩი იყო. კოტ-დ’ივუარის ბოლო ჯარიმისას ბურთი პირდაპირ ცხრიანში მიდიოდა, მაგრამ მეკარემ გადაგვარჩინა. მეკარემ ბევრი სეივი გააკეთა და ოს ნორვეგიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო“, - ამბობს ნორვეგიის ნაკრების გულშემატკივარი, ჯასიელ ტაბია.
„შესანიშნავი თამაში გამოვიდა. ჩვენ თამაშში კარგად დავბრუნდით, მაგრამ საბოლოოდ დიდებულმა ერლინგ ჰაალანდმა დაგვამარცხა. საბოლოო ჯამში მსოფლიოს მაინც კარგ ნოტაზე ვასრულებთ“, - ამბობს კოტ დ'ივუარის გულშემატკივარი, ჯესი როტიმი პორტერი.
ნორვეგიის ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმშივე დაწინაურდა, როდესაც ანტონიო ნუსამ შესანიშნავი დარტყმით კოტდიუვარის კარი აიღო. „სპილოებმა“ საპასუხო გოლის გატანა პირველ ტაიმშივე შეძლეს. ამად დიალო შეიჭრა მეტოქე საჯარიმოში შესანიშნავად შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა. კოტდიუვარელი ფეხბურთელი ბევრს აქტიურობდა და მის მიერ შესანიშნავად დარტყმული ჯარიმა, თამაში მიწურულს ნოერვეგიის მეგარემ ორიან ნიულანმა მოიგერია. მატჩი კი ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა ერლინგ ჰაალანდმა გადაწყვიტა, როდესაც პატრიკ ბერგის პასის შემდეგ ცარიელ კარში მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა. ერლინგ ჰაალანდმა ეროვნულ ნაკრების მაისურით გასულ 13 ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა გოლი.
„მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შემტევი ფეხბურთელები მართლაც ძალიან კარგად თამაშობენ. მათ მნიშვნელოვანი გოლები გააქვთ. ასაკის მიუხედავად მაღალ დონეზე თამაშობს ლეო მესი. რა თქმა უნდა, ასეა ერლინგი ჰაალანდიც. ის გოლებს თითქმის ყოველ თამაშში იტანს. შესანიშნავია, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია. ძალიან გაგვიმართლა. ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტი მომენტი შევუქმნათ. ახლა დღევანდელი გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ. ძალიან ბედნიერები ვართ და ჩვენი გამოსვლით უნდა ვიამაყოთ. მომდევნო ეტაპზე გასვლა საოცარი მიღწევაა. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონატზე და ახლა კიდევ ერთი ეტაპის გადალახვაზე საუბარი ადრეა. მოდით, ეს დღე და ეს მომენტი დავაფასოთ, შემდეგ კი ბრაზილიისთვის მომზადების დროც მოვა. რთული თამაში იქნება. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია რწმენას შევინარჩუნებთ, იმავე დონეზე ვითამაშებთ და ამ ზღაპარს გავახანგძლივებთ. მაგრამ ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბეთ და შემდეგ კარგად მოვემზადოთ“, - ამბობს ნორვეგიის კაპიტანი, მარტინ ოდეგორი.
„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც კოტ-დ’ივუარის წინა თაობებმა ვერ შეძლეს. მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვამაყობთ იმით, რასაც ახლა მივაღწიეთ. თუმცა არსებობს დიდი იმედგაცრუების შეგრძნებაც. ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის შეცვლა. ვიცოდით, რომ ამ ტურნირზე შორს წასვლა შეგვეძლო. სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებული. ნორვეგიას კარგი გუნდი ჰყავს. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. თუ ასეთ თამაშში, ასეთ მომენტში, ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ჰაალანდია მარტო დატოვებ, გაგიჭირდება, რადგან ყველამ იცის, რომ ჰაალანდი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ის საჯარიმოში მარტო არ უნდა დატოვო. ის სწორ ადგილას იყო, გაიტანა და შემდეგ მათ გაიმარჯვეს”, - ამბობს კოტ-დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელი, ამად დიალო.
6 ივლისს ნორვეგიის ნაკრები მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება. ეს მატჩი ნიუ იორკში გაიმართება.
