2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი ოფის ეტაპი დაიწყო, სადაც მასპინძელი კანადის ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და მეტქო დრამატულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამრცხა.
ჯგუფში მეორე ადგილზე გასული კანადის ნაკრები, პლეი ოფში მასპინძლის პრივილეგიით ვეღარ სარგებობს, შესაბამისად მუნდიალების ისტორიაში პირველ 1/16 ფინალული შეხვედრა კალიფორნიაში "SoFi“ სტადიონზე გაიმრთა. შეხვედრაში კანადა უპირატესობას ფლობდა, თუმცა სამხრეთ აფრიკა თავს კარგად იცავდა. ყველაფერი კი მატჩის მიწურულს 92-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც სტეფან ეუშტაკიომ საჯარიმოს გარედან დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამით კანადის ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში პლეი ოფის პირველი მატჩი მაიგო.
„ჩვენ ამისთის ვშრომობთ. ვფიქრობ, ჩვენ განსაკუთრებული ჯგუფი ვართ, ერთმანეთს ძმებად აღვიქვამთ. როცა ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ერთმანეთისთვის ვთამაშობთ, ასეთი განსაკუთრებული ამბებიც ხდება. ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ამავე დროს არ მინდა ვთქვა, რომ საქმე დასრულებულია. ვიცით, რომ მერვედფინალში მაროკოს ან ნიდერლანდებს შევხვდებით, რაც ძალიან რთული მატჩი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ამ თამაშის ნახვის შემდეგ მათაც იგრძნეს, რომ შემდეგ კვირას ძალიან რთული მატჩი ელით. ჩვენც სწორედ ეს გვინდა“, - ამბობს კანადის ნაკრების ფეხბურთელი, სტივენ ეუშტაკიო.
„ახლა გასახდელში საოცარი ატმოსფეროა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მსოფლიოზე ჯერ კიდევ ვთამაშობთ. ასევე დიდი შვებაა, რომ ამ მატჩის მოგება შევძელით. რთული შეხვედრა იყო, ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა. ახლა უკვე წინ ვიყურებით. მომდევნო კვირას სწრაფად უნდა გადავერთოთ და სრული ყურადღება მაროკოსა ან ნიდერლანდებზე გადავიტანოთ. გეძლევა შანსი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შეხვდე. ეს წარმოუდგენელიც კია. ჯერ კიდევ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ყველაფერს თითქოს ვერ ვიჯერებ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის მატჩი მოვიგეთ. კვლავ ვზეიმობთ და ბედნიერები ვართ. გულშემატკივრები შესანიშნავები იყვნენ და ველოდები, რომ ჰიუსტონში კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი ჩამოვა“, - ამბობს კანადის ნაკრების ფეხბურთელი, ალისთერ ჯონსტონი.
მატჩის დასრულებისას კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯესი მარშმა, თავის ფეხბურთელები ცენტრში შეკრიბა და უთხრა, რომ ისინი კანადელი გმირები არიან, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, ვინც კანადაში ფეხბურთს თამაშობენ.
„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ძლიერი და დისციპლინირებული მატჩი ჩავატარეთ. მეტოქეს ბევრის გაკეთების საშალება არ მივეცით. მაშინაც კი, როცა მათი მეკარე თამაშის ტემპის დაგდებას ცდილობდა, მოთმინება არ დაგვიკარგავს. ვიცოდით, რომ კომპაქტურად და ორგანიზებულად თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა სამხრეთ აფრიკას ღია სივრცეების ათვისების შესაძლებლობა არ მისცემოდა. მომენტები უფრო ადრე, რომ გამოგვეყენებინა, მატჩიც უფრო გამარტივდებოდა. რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, გატანილი გოლის დროიდან გამომდინარე, ეს გამარჯვება წარმოუდგენლად დრამატული გახდა. ეს კი კანადაში გულშემატკივარზე განსაკუთრებით იმოქმედებდა და შთააგონებდა მათ. ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, ეს იყო დამსახურებული გამარჯვება და კარგად ჩატარებული მატჩი“, - ამბობს კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯესი მარში.
კანადის ნაკრები მერვედფინალში პირველად იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდებისა და მაროკოს შორის გამარჯვებული იქნება. მერვედფინალურ შეხვედრას 4 ივლისს ჰიუსტონი უმასპინძლებს. კანადის მეტოქის ვინაობა, ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის კი 30 ივნისს მექსიკის ქალაქ მონტერეიში გაირკვევა.
