რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებზე თავდასხმებს აქტიურად განაგრძობს. ზაპორიჟიაზე მიტანილ მორიგ რუსულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 36 პირი.
ადგილობრივები ყვებიან,რომ ამ რაიონს რუსეთის შეიარაღებული ძალები 90 წუთის განვალობაში ინტენსიურად უტევდნენ, როგორც დრონებით, ისე საარტილერიო დარტყმებით. უკვე ოფიციალური მონაცემებით კი დღე-ღამეში
უკრაინაზე 846 დარტყმა განხორციელდა და მათგან 48 სწორედ ზაპორიჟიეს რაიონულ პუნქტებზე.
უკრაინის თავდაცვის უწყება ელის, რომ რუსეთმა შესაძლოა სამხედრო აქტივობები ბრიანსკიდან ჩერნიჰივში გადაიტანოს, ამჟამად კრემლის ფოკუსში ზაპოროჟიეა. მიუხედავად აქტიური სამხედრო მოქმედებებისა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზაპოროჟიეს ხაზი უჭირავთ და მოწინააღმდეგე არმიის წინსვლაში უშლიან ხელს. მიუხედავად ამისა ჰაერიდან თავდასხმებს მსხვერპლი ყოველდღიურად ჰყავს. მაგალითად ხერსონში რუსულმა დრონმა ავტობუსს დაარტყა და2 ადამიანი იმსხვერპლა. დნეპროპეტროვსკის რაიონში კი რუსმა სამხედროებმა 5 ბენზინგასამართ სადგურს დაართყეს,რაც ასევე დასრულდა მსხვერპპლით. ასე გამოიყურება ვლადიმერ პუტინის რევანჟი იმ საწვავის დეფიციტის გამო, რომელიც ახლა რუსეთშია, სწორედ უკრაინის მიერ მიტანილი იერიშების გამო. ამასთან უკრაინაში იმასაც თვლიან, რომ რუსული სანავთობე გემების ფლოტი სამხედრო ობიექტებად უნდა იქნან განხილული. ეს კი რუსულ გემებზე სულ უფრო გამძაფრებული უკრაინული იერიშების ფონზე,რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ და რამაც რუსეთს კრიზისი შეუქმნა.
ამის ფონზე პეზიდენტი ზელენსკი შვედეთის თავდაცვის მინისტრს ხვდება და გრიფონის ტიპის 16 საბრძოლო თვიოთმფრინავის შესყიდვაზე შეთანხმებას აფორმებს. პროცესი ევროკავსირისა და დიდი ბრიტანეთის ფინანსური დახმარებით განხორციელდება. გარიგების ფარგლებში უკრაინა მიიღებს ტექნიკურ და ლოგისტიკურ დახმარებასაც. შვედეთი უკვე ატარებს წვრთნებს უკრაინელი პილოტებისთვის, გრიფონებს კი ქვეყანა უკვე 2027 წელისთვისაც მიიღებს, ამ შემტხვევაში თავად შვედეთის დახმარების სახით.
