კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის შეწყვეტაზე კრემლის მორიგ უარს პასუხობს

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის შეწყვეტაზე კრემლის მორიგ უარს პასუხობს
სხვადასხვა მიმართულებით სამხედრო მოქმედებების შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის მორიგ უარს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ახსენებს, რომ დონბასის დასაკავებლად ომის დაწყებიდან დღემდე არაერთი თარიღის გადავადება მოუხდა და იგივეს გაკეთება მოუწევს,თუ ომს დროულად არ დაასრულებს.

ზელენსკი რუსეთის იერიშებს გამოეხმაურა ზაპოროჟიესა და დნიპროზე, ისევე როგორც მასობრივ იერიშებს ხერსონში, ხარკივში, დონეცკსა თუ სუმიში. „რუსეთი თავად სიცოცხლეს უტევს“ - აღნიშნა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც მოსკოვი სამოქალაქო სამიზნეებზე ნადირობაში დაადანაშაულა.

“მხოლოდ ერთი ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის არმიას 15 ჯერ მიეცა დონეცკის რეგიონის დაკავების ბოლო ვადა. რუსეთის ხელისუფლება კვლავ შებყრობილია დონბასით. თხუთმეტჯერ იყვნენ დარწმუნებული, რომ მას დაიკავებდნენ. 2022 წელს ბოლო ვადა იყო 31 მარტი, შემდეგ 9 მაისი, 1 ივნისი, 15 სექტემბერი და 31 დეკემბერი. 2023 წელს ე.წ. დედლაინებს კიდევ ორი დაემატა, 1 მარტი და 31 დეკემბერი. 2024 წელს იყო კიდევ ორი თარიღი, 2025 წელს რუსები არწმუნებდნენ პრეზიდენტ ტრამპს,რომ უკრაინა ჩამოიქცეოდა, დონეცკის ასაღებად 3 ვადა დააწესეს, 1 სექტემბერი, 1 დეკემბერი, 25 დეკემბერი.ვადები წელსაც გაახანგრძლივეს - პირველი იყო 31 მარტი, შემდეგ ვადაა 1 სექტემბერი,  და ბოლო ვადაა 31 დეკემბერი. თუ რუსეთი ამ ომს არ დაასრულებს, მათ კიდევ მოუწევთ ამ ვადების გადაწევა.თუ პუტინს სურს მსხვერლად შესწიროს კიდევ მილიონი სამხედრო, რომ იგივე კედელს ისევ დაეჯახოს, მაშინ ის ადამიანები,რომლებსაც მობილიზაცია ჯერ არ შეხებია და ისინიც, ვინც საწვავის გრძელ რიგებში დგანან უნდა დაფიქრდნენ , თუ რა ელილთ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ომის დასრულების შეთავაზება. რუსეთმა ის ყოველ ჯერზე უარყო“-თქვა ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამ ყველაფრის ფონზე კიევი მოსკოვს პასუხს პირდება, რომელიც აქამდეც არ დაუკლია და რითიც პირველ რიგში რუსეთის სისტემას არყევს. რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მიერ მიტანილი იერიშების გამო საწვავის მასშტაბური დეფიციტი აგრესორი ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა.

„პუტინს შეუძლია ტელევიზიით ამტკიცოს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, რომ ბენზინი ხელმისაწვდომია, რომ რუსი მინისტრები საკმარისად კომპეტენტურები არიან.თუმცა რუსები, რომლებსაც საწვავის მოსაპოვებლად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გრძელ რიგში დგომა უწევთ, ხედავენ,რომ ე.წ. სამდღიანი ომმა უკვე მეხუთე წლის ათვლა დაიწყო და მიაღწია წერტილს, როდესაც ნავთობით მდიდარი ქვეყანა და გაზგასამართი სადგური, როგორც რუსეთს ხშირად მოიხსენიებდნენ, ამჟამად საწვავის დეფიციტს განიცდის. ესაა ომის პირდაპირი შედეგი. ერთერთი შედეგი და უკრაინის ზუსტი პასუხის ერთერთი მაგალითი და არა ტერორიზმი. ჩვენ ომის რეალობას რუსეთში ვაბრუნებთ და მათ ჩვენი მიწის ოკუპაციას ვურთულებთ. ჩვენი შორი მოქმედების სანქციების გეგმა უკვე მიღებულია, ასევეა საშუალო მოქმედების სანქციებიც. დეტალურად გვაქვხ განხილული ყველაფერი,  ჩვენს სამხედრო მეთაურებთან. უსაფრტხოებისა და დაზვერვის სამსახურებთან“-აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ფრონტზე არსებულ ვითარებას შეეხო და  განსაკუთრებული მადლობას სწორედ დონეცკში მებრძოლ დანაყოფებს გადაუხადა რუსეთის არმიისთის წინააღმდეგობის გაწევის საქმეში. ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამოცანების ბოლომდე მიყვანას აანონსებს,  კიევი გეგმავს თუ როგორ შეუქმნას მას ამ მიზნებში მაქსიმალური  დაბრკოლება.ამ საქმეში მას პარტნიორების მხარდაჭერაც აქვს..

დაკავშირებული ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი ომის შეწყვეტაზე კრემლის მორიგ უარს პასუხობს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა