კატეგორიები

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს
დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რაშიც მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებს. გავრცელებულ ვიდეომიმართაში,რომელიც პანამაშია გადაღებული, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ყვება,რომ დელსი როდრიგესის ხელისუფლება მას ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევს,მათ შორის საჰაერო სივრცის დახურვით.

„24 ივნისს ჩემი ვენესუელაში დაბრუნება გადაუდებელი გახდა, რათა ეს კატასტროფა ერთად გადაგვეტანა. ისე, როგორც ოჯახი იქცევა, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი იტანჯება. რეჟიმს სურს, ხელი შეუშალოს ჩემს დაბრუნებას ვენესუელაში, ისევე როგორც მრავალი თანამემამულის დაბრუნებას, რომელთაც სურთ ჩავიდნენ და დახმარება აღმოუჩინონ ხალხს. რეჟიმი იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემი ქვეყანაში დაბრუნების შესაჩერებლად ვენესუელის კომერციული საჰაერო სივრცე დახურა. საგანგებო ვითარების დროს ყველა ავიაკომპანიის ფრენების გაუქმება სრულიად წარმოუდგენელია. საბოლოოდ მათ ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწიათ, თუმცა იმ ადამიანებს ემუქრებიან, ვინც ჩემი დაბრუნების დახმარებას ცდილობს. ეს მხოლოდ ჩემზე არ არის, ათასობით ჩვენგანს სურს დაბრუნება. მთელი ქვეყანა გლოვობს და ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ერთიანობა და ურთიერთმხარდაჭერა. ამ მომენტში მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭირო იქნება; დაველაპარაკო ყველას, ვისთანაც საჭიროა საუბარი, რათა კოორდინაცია გავუწიო დახმარებას და ვემსახურო ჩვენს ხალხს. ამ ყველაფრის ფონზე რეჟიმმა სცადა, ხელი შეეშალა ათასობით მოქალაქის გულუხვი საქმიანობისთვის, რომლებიც საკვებსა და მედიკამენტებს არიგებენ; დაბლოკა საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების გადაადგილება, რომლებიც აეროპორტებში იყვნენ შეფერხებული, და ცდილობდა ხელი შეეშალა ჟურნალისტების მუშაობისთვის, რომლებიც სიმართლის დადგენას ცდილობენ. ასეთ ვითარებაში ინფორმაციის დაბლოკვა და მანიპულირება კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს“-აღნიშნავს მარია კორინა მაჩადო.

მარია კორინა მაჩადო 2024 წლის სადავო არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ ვენესუელის ყოფილი პრეზიდნტის, ნიკოლას მადუროს მიერ დევნილი ოპოზიციონერია,რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა პოლიტიკურ ნიადგზე.მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ნიკოლას მადურა დააკავა და ქვეყანაში რეჟიმის ცვლილებას უბიძგა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ქვეყნის სატავეში მოვიდოდა,მითუმეტეს რომ საკუთარი ჯილდო მან სწორედ დონალდ ტრამპს გადასცა. თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გათვლა მადუროს მარჯვენა ხელზე, დელსი როდრიგესზე გააკეთა, რომელთანაც ურთიერთობებს ათბობს.

ცნობილია,რომ მარია კორინა მაჩადომ არაერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს ესაუბრა ვენესუელაში დაბრუნების საკითხზე,თუმცა გავცელებული ცნობებით ვაშინგტონი მას დროებით ქვეყანაში დაბრუნების გადავადებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერი არ ნებდება,თუმცა არ აზუსტებს, თუ რა გზებით შეეცდება სამშობლოში მოხვედრას, რათა ვენესუელელ ხალხ მძიმე მომენტში გვერდში დაუდგეს.

დაკავშირებული ამბები
ვენესუელაში 500 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, ძლიერი მიწისძვრებისას დაღუპულთა რიცხვი კი 1 700-ს გაუტოლდა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს