ბოლო კვირის განმავლობაში კონტინენტზე რეკორდული ტემპერატურის მიუხედავად, ევროკომისიამ უარი თქვა, კონდიცირებასთან დაკავშირებულ საკამათო დებატებში თავისი პოზიცია გამოეხატა.
კომისიამ დაჟინებით განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება მომხმარებლის არჩევანში ვერ ჩაერევა.
„გაინტერესებთ, გვაქვს თუ არა პოზიცია კონდიცირების კონტრაქტთან დაკავშირებით? არა! მაგრამ ჩვენ ამას განვიხილავთ ერთ პოლიტიკურ ჭრილში, რომელიც ეხება შენობებისა და საცხოვრებელი ბინების ენერგოეფექტურობის რემონტს, ასევე ჩვენი საბინაო სტრატეგიის ნაწილს.“ - ამბობს ევროკომისიის პრესსპიკერი ანა-კაისა იტკონენი
ევროპული ოჯახების დაახლოებით 20%-ს აქვს დამონტაჟებული კონდიციონერები, შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში კი ეს მაჩვენებელი 90%-ზე მეტს შეადგენს.
„ევროკავშირში საცხოვრებელი შენობებისა და ბინების უმეტესობას არ აქვს კონდიციონერი, აქ არ არის ტრადიციულად ჩაშენებული სისტემა, რადგან ჩვენი საცხოვრებელი სახლების ძირითადი ნაწილი სინამდვილეში საკმაოდ დიდიხნის და მოძველებულია.“- ამბობს ევროკომისიის პრესსპიკერი ანა-კაისა იტკონენი
კრიტიკოსები ამბობენ, რომ კონდიციონერი ზრდის ელექტროენერგიის მოთხოვნას, უფრო მეტად ტვირთავს ელექტროქსელებს, ატმოსფეროში ცხელ ჰაერს გამოყოფს და ვერ უმკლავდება კლიმატური კრიზისის გამომწვევ მიზეზებს.
მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ ეს არის შესაბამისი ინსტრუმენტი მზარდი ტემპერატურის დროს საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად და შრომის პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.
