კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს,  ელოდებათ  ვარდისფერის მოყვარული ელ ვუდსი, აი ვეივეის გამოფენა და მადონას ახალი ალბომი -  აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

გასული კვრის სითბური ტალღები, როგორც პროგნოზი აჩვენებს, მალე გადაივლის და აგრილდება - თუმცა ტემპერატურის გარდა, კულტურული ცხოვრების ტემპიც იკლებს.

დაგეგმილია შესანიშნავი ახალი გამოფენები, მათ შორის ჩინელი მხატვრის, აი ვეივეის, გამოფენა, არნალდო პომოდოროს საოცარი სფერული ნამუშევრები და ასევე მილენიალების საყვარელი რომანტიკული კომედიის „ქერა ადვოკატის“ კიდევ ერთი გაგრძელება.

თუ კიდევ გცხელა, მაშინ კინოთეატრის კონდიციონერით გაგრილებულ დარბაზში შესვლა არ არის ცუდი აზრი, თუმცა ახალი კომედიის „მიპატიჟების“ („The Invite“) ყურების დროს ალბათ მაინც დაგცხებათ.

რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ჩვენი მოკლე რეკომენდაციები ასეთია:

გამოფენები

მანჩესტერში Aviva Studios-ს საგამოფენო სივრცე 2 ივლისიდან 9 სექტემბრამდე უმასპინძლებს მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ჩინელი ხელოვანის  აი ვეივეის გამოფენას „Button Up!“. ამ გამოფენით მხატვარი მსოფლიო ისტორიის ბოლო 200 წლის ამბებს უღრმავდება და თავის მონუმენტურ ინსტალაციებში კრიტიკული კუთხით წარმოგვიდგენს. ამ ინსტალაციებს შორის ნახავთ როგორც მიგრანტების 47 მეტრის სიგრძის გასაბერ ნავს, ისე მურანოს მინის 3-ტონიან ჭაღს, რომელიც 2000 ნაჭრისგან შედგება. თავის ნამუშევრებში ვეივეი სვამს კითხვებს, რომლებიც ერთნაირად აქტუალურია წარსულსა და აწმყოში და  იმ უსამართლობას ხდის ფარდას, რომელიც დღემდე არსად გამქრალა.

მილანის „გალერეა იტალია - სკალას მოედანი“ (Gallerie d’Italia) 18 ოქტომბრამდე უმასპინძლებს იტალიელი მოქანდაკის არნალდო პომოდოროს გამოფენას „una vita“ („სიცოცხლე“) ყველაზე მეტად ცნობილი ნამუშევრით „სფერო სფეროში“. არნალდომ მონუმენტური მემკვიდრეობა დატოვა, რომელმაც სრულიად შეცვალა ბრინჯაოთი  სათქმელის გამოხატვის მეთოდები. ეს რეტროსპექტული გამოფენა ამ მოქანდაკის ნამუშევრების ორიგინალში ხილვის იშვიათი საშუალებაა და 1950-2000 წლებში შექმნილ ნამუშევრებს მოიცავს.

კიდევ ერთხელ გახსენებთ: მხოლოდ ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ პარიზის გრან პალეში ნახოთ გამოფენა „მატისი 1941-1954“, რომელიც 26 ივლისს სრულდება.

ფილმები

3 ივლისს კინოთეატრებში გამოვა ფილმი „მიპატიჟება“ (The Invite). ფილმის სიუჟეტი ვითარდება ორი დაქორწინებული წყვილის ირგვლივ, როდესაც ერთი წყვილი სტუმრად დაპატიჟებს მეზობლად მცხოვრებ ცოლ-ქმარს. სადილობის დროს იგრძნობა ოჯახური ცხოვრებით დათრგუნული სურვილები და წყვილებს შორის არსებული დაძაბულობა. ეს კომედია გვახსენებს, თუ როგორ კარგავს ადამიანი თავს სიყვარულის გამო.

პირველ ივლისს დიდ ეკრანებზე გამოვა ანიმაციური კომედია „მინიონები და მონსტრები“  (Minions & Monsters).

ტელესერიალები

Prime Video-ს პლატფორმაზე 1 ივლისს დაიწყება ტელესერიალი „ელი“ (“Elle). ამბავი იწყება 1995 წელს, როდესაც ახალგაზრდა ქერა ქალი ელ ვუდსი ცდილობს, გადალახოს ყველა დაბრკოლება, რომლებიც საშუალო სკოლის  წლებს ახლავს თან. ელის მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი ჩიუაუას ჯიშის ცუგა და არც ვარდისფერ ჩანთას იცილებს. ეს ტელესარიალი ცნობილი კომედიის „ქერა ადვოკატის“ წინარე ისტორიის სიუჟეტზეა აგებული.

მუსიკა

არაფერი უხდება ზაფხულს ისე, როგორც მადონას ახალი ალბომი, სახელწოდებით „Confessions II“, რომელიც 3 ივლისს გამოვა. ეს ამერიკელი მომღერლის მე-15 სტუდიური ალბომია, რომელიც შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა და რომელიც მისი 2005 წელს გამოქვეყნებული გრემის მფლობელი ალბომის „Confessions on a Dance Floor“-ის გაგრძელებაა.

როგორც ამბობენ, 3 ივლისს ასევე დღის სინათლეს იხილავს ლეგენდaრული ხელოვანის მარინა აბრამოვიჩის საყვარელი ბრიტანული ბენდის „Mary in the Junkyard“-ის ახალი ალბომი, სახელწოდებით „Role Model Hermit“.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი 

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში