კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს,  ელოდებათ კრისტოფერ ნოლანის ფილმი „ოდისეა“, გრეისი აბრამსის  მესამე ალბომი და გავლენიანი კუბური წარმოშობის ამერიკელი ხელოვანის ანა მენდიეტას გამოფენა„ტეიტ მოდერნის“ გალერეაში  -  აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

მიმდინარე კვირა განასკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც ისტორია უყვარს. 3-ათასწლოვანი ეპიკური პოემის ეკრანიზაციით დაწყებული და რომის იმეპრიის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ისტორიულ ადგილას გამართული კონცერტით დასრულებული, ამ კვირაში კულტურული ღონისძიებების კალენდარი ისტორიის სრულიად ახალი გზებით გაცნობის საშუალებას იძლევა.

ჩვენი მოკლე რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები

ლონდონის Tate Modern-ის საგამოფენო სივრცე 15 ივლისიდან 2027 წლის 17 იანვრამდე პირველად უმასპინძლებს მრავალი ჯილდოს მფლობელი  კუბური წარმოშობის ამერიკელი მულტიდისციპლინარული ხელოვანის ანა მენდიეტას გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 120 ნამუშევარი - ფოტოებით დაწყებული ნახატებით, ქანდაკებებითა და გადაკეთებული ფილმებით დამთავრებული. ყველა ნამუშევარს აერთიანებს ერთი თემა - ავტორის სხეულის სილუეტის ბუნებრივ გარემოში წარმოჩენა. გამოფენა მუზეუმის სხვადასხვა დარბაზში ერთდროულად გაიმართება.

პარიზის Grande Halle de La Villette-ის 3600 კვადრატული მეტრის საგამოფენო სივრცეში 30 აგვისტომდე გაგრძელდება გრაფიტის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „Beyond the Streets: The Legends of Street Art and Graffiti“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუჩის მხატვრობა ხელოვნებაა და არა ვანდალიზმი. გამოფენაზე წარმოდგენილია 100 საქვეყნოდ ცნობილი ქუჩის მხატვრის არქივებიდან ამოღებული დოკუმენტები და ისტორიული ღირებულების მქონე უნიკალური კედლის მხატვრობა. ბილეთების მფლობელებს სთავაზობენ, შეიძინონ შეზღუდული ტირაჟით გამოცემული პროდუქცია, რომლებზეც გამოფენის მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებია გამოსახული.

პარიზში 20 ივლისს დასრულდება გამოფენა „მიქელანჯელო და როდენი: ცოცხალი სხეულები“, რომელიც ლუვრის მუზეუმისა და როდენის მუზეუმის თანამშრომლობით მოეწყო. გამოფენაზე ცნობილი ხელოვანების 200 ნამუშევარია წარმოდგენილი.

ღონისძიებები

16-18 ივლისის პერიოდში ესპანეთის ქალაქ ბენიკასიმში გაიმართება ბენიკასიმის საერთაშორისო ფესტივალი (FIB), რომელზეც მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრი იქნება წარმიდგენილი, პოპმუსიკით დაწყებული როკით, ელექტრონული და ინდის მუსიკით დამთავრებული.

ყოველწლიური ფესტივალის Les Nuits de Fourvière -ის მე-80   გამოშვება 25 ივლისამდე გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ლიონის ისტორიულ სივრცეში. მართალია, ბილეთები უკვე აღარ არის ლორდის, შარლოტა კარდენისა და ასაფ ავიდანის კონცერტებზე, მაგრამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები Wet Leg-ის, კით ჯარეტისა და კიდევ მრავალი სხვა მუსიკალური ბენდის თუ შემსრულებლის  კონცერტებზე დასასწრებად.

ფილმები

17 ივლისს მთელი მსოფლიოს კონოეკრანებზე შედგება კრისტოფერ ნოლანის ბლოკბასტერის „ოდისეას“ პრემიერა, რომელიც ჰომეროსის ცნობილი ეპიკური პოემის მიხედვით გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მეტ დეიმონი, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთეუეი, ზენდეია და რობერტ პატინსონი. ფილმის მუსიკის ავტორია მრავალი ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორი ლუდვიგ იორანსონი.

ტელესერიალები

15 ივლისს Apple TV-ზე დაიწყება ტელესერიალი „ლაქი“ („Lucky“), რომელშიც მთავრი გმირი ქალის,  გამოძიების ფედერალური ბიუროს გაქცეული თანამშრომლისა და შემდგომში კრიმინალური ბანდის ხელმძღვანელის როლს ასრულებს ანია ტეილორ-ჯოი. ფილმი გადაღებულია მარისა სტეპლის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ტელესერიალის ორ-ორი სერია გავა კვირაში ერთხელ.

Amazon Prime-ის პლატფორმაზე  15 ივლისიდან საერთაშორისო დონეზე დაიწყება სათავგადასავლო კომედია Ride or Die, რომელიც ორი საუკეთესო მეგობრის ევროპაში მოგზაურობის ამბავს მოგვითხრობს. მთავარ როლებს ასრულებენ ჰანა უოდინგემი და ოქტავია სპენსერი.

მუსიკა

17 ივლისს გამოვა ამერიკელი საავტორო სიმღერების შემსრულებლის გრეისი აბრამსის  მესამე ალბომი 'Daughter From Hell'. „ეს ახალი თავის დასაწყისია, და მადლიერებისა და შვების განცდას ვგრძნობ იმის გამო, რომ ასე იწყება,“ - განაცხადა მომღერალმა Met Gala-ზე. ორი წამყვანი სინგლი'Hit The Wall' და 'Look at My Life' უკვე ხელმისაწვდომია  და ძალიან კარგად მიიღო მსმენელმა.

17 ივლისს ასევე გამოდის ტრიპ-ჰოპის მუსკალური ჟანრის ლეგენდის ედრიან თოუსის ალბომი 'Different When It's Silent'. მომღერალი ცნობილია ფსევდონიმით ტრიკი და ეს მისი პირველი ალბომია ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ალბომის პირველი სინგლი 'Out Of Place' უკვე ხელმისაწვდომია სტრიმინგპლატფორმებზე.

ავტორი: მიხაილ კალვესი  

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა